რუსეთში ალექსანდრ ლუკაშენკოზე პორნოფილმს იღებენ - კვირის პალიტრა

რუსეთში ალექსანდრ ლუკაშენკოზე პორნოფილმს იღებენ

პოლონური გამოცემა "რჟეპოსპოლიტას" ინფორმაციით, რუსი რეჟისორი ალექსანდრ ვალოვი ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოზე პორნოფილმ "ბატკინო სჩასტიეს" იღებს.

სცენარის მიხედვით, დასავლური დელეგაცია სტუმრად ჩადის ბელორუსის ერთ-ერთ კოლმეურნეობაში, რომლის თავმჯდომარე“ბატკა ლუკაა. ლუკა მათ დასახვედრად მწველავებს შეკრებს, შემდეგ კი მოვლენები პორნოფილმის სცენარით ვითარდება. ბელორუსი რეჟისორები იმუქრებიან, რომ მათი საპასუხო ფილმიდმიტრი მედვედევისა და ვლადიმირ პუტინის რთულ ურთიერთობებს შეეხება.

"საშინელია იმის წარმოდგენა, თუ როგორი იქნება ბელორუსი რეჟისორების პასუხი. ბოლოს და ბოლოს, რუსეთს მართავს პუტინი-მედვედევის დუეტი, რომელთა ურთიერთობების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ასე რომ, ვალოვის მიმდევრებს ახალი შესაძლებლობები ეძლევათ", - წერს პოლონური გაზეთი.

ალექსანდრ ვალოვმა 2005 წელს მიხეილ სააკაშვილსა და იულია ტიმოშენკოზე პორნოფილმი "იულია" გადაიღო. საპასუხოდ, უკრაინელმა რეჟისორებმა ვიქტორ იანუკოვიჩზე პორნოფილმ "ტკბილი ვალოდია და ცისფერი ვიტიას" გადაღება დაიწყეს, მაგრამ გადაღებები შეჩერდა.