"აქ ქუჩაა მმართველობის სათავეში" - რატომ დატოვა თანამდებობა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა?
22-08-2018
"აქ ქუჩაა მმართველობის სათავეში" - რატომ დატოვა თანამდებობა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა?
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

"პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სუსტი აღმოვჩნდი. ადამიანი, რომელიც ფიქრობს და ცხოვრობს კანონის ფარგლებში, ამ განუკითხავი სისტემის წინაშე სუსტია, რადგან აქ ქუჩაა მმართველობის სათავეში. მთელი სამართალდამცავი სისტემა დამარცხებული აღმოჩნდა. ის სახელმწიფო კლავს, რომელიც არ სჯის დამნაშავეს და სჯის უდანაშაულო ადამიანს...

ბევრ თქვენგანს სმენია ინციდენტზე - ჩხუბზე ჩემი მონაწილეობით. საჭიროდ მივიჩნევ ამაზე ვილაპარაკო. შელაპარაკების შემდეგ ერთ-ერთი
მამაკაცი ადგა და ზურგიდან თავში ჭიქა ჩამარტყა. იძულებული ვარ თანამდებობიდან გადავდგე, რათა ჩემი ღირსება დავიცვა. ჩემი გადადგომა არ ეხება პოლიტიკურ რეალიებს".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები