გოგა ხაინდრავა და ლევან გაჩეჩილაძე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას დააფინანსებენ?
გოგა ხაინდრავა და ლევან გაჩეჩილაძე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას დააფინანსებენ?
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მის საარჩევნო კამპანიას არც გოგა ხაინდრავა და არც ლევან გაჩეჩილაძე არ აფინანსებენ.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ჯერჯერობით , საკუთარ საარჩევნო კამპანიას თავისივე დანაზოგით აფინანსებს, თუმცა როგორც ბიზნესმენების, ასევე უბრალო ადამიანების დახმარების იმედი აქვს.

"მე არ მითქვამს, რომ ხაინდრავა ან გაჩეჩილაძე მაფინანსებს. მკითხეს, რომ თურმე ისინი არიან და მე ვთქვი, რომ თუ ისინი არიან, ძალიან კარგი. მაგრამ ახლახან გაიხსნა ჩემი ფონდი და ერთადერთი დამფინანსებელი, ჯერჯერობით მე
ვარ ჩემი პირადი დანაზოგით. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრნი იქნებიან, თუნდაც უბრალო მოსახლეობა, რომელთაც ამის შესაძლებობა გააჩნიათ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ამ ბიზნესმენებში გაჩეჩილაძე ან ხაინდრავა, ზურაბიშვილი პასუხობს: "არ ვიცი ეს მათ უნდა ჰკითხოთ. იმედი კი მაქვს".
პატრიოტი 2
24 აგვისტო 2018 10:33
თუ დააფინანსებენ ნეტავ სანაცვლოდ რას ელიან საინტერესოა! აბა ისე ეს ორი სუბიექტი ერთი თეთრის გადამხდელი რომ არ არის გასაგებია.
პატრიოტი 2
24 აგვისტო 2018 10:33
თუ დააფინანსებენ ნეტავ სანაცვლოდ რას ელიან საინტერესოა! აბა ისე ეს ორი სუბიექტი ერთი თეთრის გადამხდელი რომ არ არის გასაგებია.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი ქართული ღვინოები უნდა შევუხამოთ ცხვრის ხორცისგან მომზადებულ კერძებს - რჩევები დიასახლისებს
/
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები