"ეს არის უსამართლობა, რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის" - რა თქვა ანგელა მერკელმა საქართველოს ოკუპაციაზე
23-08-2018
"ეს არის უსამართლობა, რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის" - რა თქვა ანგელა მერკელმა საქართველოს ოკუპაციაზე
თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას „დიდ უსამართლობას“ უწოდებს.

როგორც მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა იცის.

მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ ამ სიტუაციასთან შეგუება არ უნდა მოხდეს.

"მე ხვალ მექნება შესაძლებლობა მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, მათ შორის იქ, სადაც ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე
მას ვესაუბრები. ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა. არ უნდა მოხდეს შეგუება ამ სიტუაციასთან. ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე", - განაცხადა ანგელა მერკელმა.




ბადრი
24 აგვისტო 2018 00:28
გრიგოლიას გადაცემაში რომ მიეწვიათ, აუცილებლად ჩააცივდებოდა, სანამ არ ათქმევინებდა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

რედაქტორის რჩევით