"ქვეყანა მოსთქვამს მერკელმა ოკუპაცია თქვა თუ არა... ის გიკვირთ, იმან არაფერი თქვაო და ამათ რა უთხრეს, რომ მოსკოვში ისვენებენ და არ სცალიათ?" - კვირის პალიტრა

"ქვეყანა მოსთქვამს მერკელმა ოკუპაცია თქვა თუ არა... ის გიკვირთ, იმან არაფერი თქვაო და ამათ რა უთხრეს, რომ მოსკოვში ისვენებენ და არ სცალიათ?"

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც ქვეყნის უმაღლესი რანგის პირებთან შეხვედრები გამართა. ცხადია, ამ დონის პოლიტიკოსის სტუმრობა დღის განმავლობაში განხილვის მთავარი თემა იყო. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა პირად "ფეისბუკგვერდზე" შემდეგი დაწერა:

"თარგმანში დაკარგული ქვეყანა!.. ქვეყანა მოსთქვამს მერკელმა ოკუპაცია თქვა თუ არა...

ნახევარი მთავრობა აქ არ არის, ამასობაში უფრო მნიშვნელოვანი სტუმარი ეჭვი მაქვს, საქართველოში ამ ხელისუფლების პირობებში ჩამოვიდეს... ბიზნესიო და ეკონომიკის მინისტრი მოსკოვებშიაო და არ სცალიაო...

რეალური სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გერმანელებთან ყველაზე მეტად თავდაცვაში გვაქვს და თავდაცვის მინისტრიც, მგონი, აქ არ არის...და თქვენ ის გიკვირთ, იმან არაფერი თქვაო და ამათ რა უთხრეს, რომ  მოსკოვში ისვენებენ და არ სცალიათ?"