"ქართველმა პოლიციელმა გამაჩერა და მკითხა..." - საქართველოში გადახდენილი რა ისტორია გაიხსენა ანგელა მერკელმა? - კვირის პალიტრა

"ქართველმა პოლიციელმა გამაჩერა და მკითხა..." - საქართველოში გადახდენილი რა ისტორია გაიხსენა ანგელა მერკელმა?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელსა და სამთავრობო დელეგაციას, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და გერმანელი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.

"მე აქ 80-იანი წლების შუა პერიოდში ვიმყოფებოდი. ნახევრად ლეგალური და ნახევრად არალეგალური იყო ყველაფერი" - გაიხსენა კანცლერმა.

იხილეთ ვიდეო