ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთი“ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სამი დღის განმავლობაში ჩაკეტავს - კვირის პალიტრა

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთი“ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სამი დღის განმავლობაში ჩაკეტავს

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთი“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ზეიმთან დაკავშირებით, საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სამი დღის განმავლობაში ჩაკეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გამო, 24 აგვისტოს 20:00 საათიდან საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე გამარტივებული გადაკვეთის პუნქტებზე დროებით შეჩერდება მოქალაქეების გაშვება“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული პუნქტები მუშაობას 27 აგვისტოს 06:00 საათიდან გაანახლებენ.