"ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვუთხრათ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით თანამშრომლობას"
24-08-2018
"ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვუთხრათ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით თანამშრომლობას"
ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვუთხრათ იმას, რომ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით ვითანამშრომლოთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მერკელის თქმით, მთავარი სიმართლეა ის, რომ რუსული გაზის მიღება ევროპისთვის უფრო იაფია ვიდრე, სხვა ქვეყნის.

„ცივი ომის დროსაც ევროპას და რუსეთს, მაშინ საბჭოთა კავშირს, მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ენერგო მიმართულებით. ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვუთხრათ იმას, რომ ვითანამშრომლოთ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიც
ისეთი ქვეყანაა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გაზის მიღება, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ამ გაზის მიღება არ არის იგივე ფასად შესაძლებელი, როგორც რუსული გაზის მიღება. მე არ ვარ წინააღმდეგი რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს, იქნებ გადავწყვიტოთ პრობლემა უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით და ეს იქნება ადამიანებისთვის მომგებიანი",-
განაცხადა მერკელმა.

მერკელის თქმით, გერმანიას სურს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, ისევე როგორც საქართველოსთან.

"გერმანიას სურს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს არამარტო საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ან უკრაინასთან, არამედ რუსეთთან. რუსეთი მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ევროპას და რუსეთს აქვს დროში კარგი თანამშრომლობის გამოცდილება და მათ ერთმანეთისგან ბევრი ისწავლეს. მიუხედავად ამისა, იყო შთაბეჭდილება, რომ ცივი ომი ჯერ არ დასრულებულა. ვფიქრობ, რომ ევროკავშირი და ნატო არ არის საფრთხე რუსეთისთვის. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ნატო და ევროკავშირი არ არის მისი მტერი. რუსეთი, რა თქმა უნდა, ურთულებს სიტუაციას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას, მაგალითად, საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სახით; მაგალითად, მოლდოვას აქვს პრობლემა; აზერბაიჯანსაც იგივე პრობლემა აქვს, რაც უკრაინას", - განაცხადა მერკელმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით