"დიახ, ეს არის ოკუპაცია... ეს რჩება უხეშ უსამართლობად"
24-08-2018
"დიახ, ეს არის ოკუპაცია... ეს რჩება უხეშ უსამართლობად"
დიახ, ეს არის ოკუპაცია, ეს არის დაკავებული ტერიტორია - 20%. ამის მიუხედავად, ეს რჩება უხეშ უსამართლობად, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ს სტუდენტის, კონსტანტიტე შუბითიძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

იქამდე მერკელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემაზე შეკითხვა კიდევ ერთმა სტუდენტმა მარიამ ქვათაძემ დაუსვა, თუმცა პასუხისას გერმანიის კანცლერს სიტყვა "ოკუპაცია“ არ გამოუყენებია და რუსეთის ქმედებები უბრალოდ "უსამართლობად“ შეაფასა. შუბითიძის მორიგი შეკითხვა სწორედ ამას მოჰყვა.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის უსამართლობა. პრემიერ-მინისტრმა
მითხრა, რომ ჰუმანიტარული სიტუაცია ამ რეგიონებში კატასტროფულია, ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს თავის სამშობლოს, მოსახლეობის რაოდენობა იქ ძალიან დაბლა იწევს. საქართველო მუშაობს ამ მიმართულებით და გერმანიასაც შეუძლია დაეხმაროს. ეს არის მიუღებელი სიტუაცია. მე პირადად, ბევრ დროს ვუთმობ კონფლიქტების მოგვარებაზე ფიქრს - უკრაინის და საქართველოს კონფლიქტებზე. ეს
არის სიტუაცია, როდესაც საქართველოს რუსეთის ხელშეწყობით ძალიან რთულად მოუწია განვითარება. არ უნდა დავივიწყოთ ეს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არ უნდა შევეგუოთ ამას. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, ეს არის გრძელვადიანი პროცესი. სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ ამ რეგიონებში ადამიანებს საქმე ძალიან ცუდად აქვთ. პირველ რიგში, მათ უნდა დავეხმაროთ ჰუმანიტარულად. რა თქმა უნდა, გვაქვს იქ ევროკავშირის მისია, რომელიც ცდილობს კონფლიქტის მოგვარებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

როდესაც ადამიანს განათლების მიღება ან სამედიცინო დახმარება სჭირდება, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საზღვარი გადმოლახოს; როდესაც ეს შესაძლებლობა მათ უმცირდებათ, ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი“, - განაცხადა მერკელმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით