ანგელა მერკელი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა - კვირის პალიტრა

ანგელა მერკელი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ანგელა მერკელი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო.

გერმანიის კანცლერს ადგილზე არსებული ვითარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა გააცნეს. ანგელა მერკელი ტერიტორიაზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ანგელა მერკელმა ჭოგრიტის მეშვეობით ოძისიდან საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიები დაათვალიერა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია და მისი ვიზიტი დღეს დასრულდება.