მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დრეზდენის მუზეუმიდან გაუჩინარებული ტილო გადასცა - კვირის პალიტრა

მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დრეზდენის მუზეუმიდან გაუჩინარებული ტილო გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დრეზდენის მუზეუმიდან გაუჩინარებული ტილო გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გერმანიის ფედერალური კანცლერის Instagram-ის გვერდზე ვრცელდება და რომელიც, პრემიერ ბახტაძის მასპინძლობით გუშინ გამართულ ვახშამს შეეხება.

"ვახშამზე გერმანიის პრემიერ-მინისტრს მოულოდნელი სიურპრიზი დახვდა: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერს მერკელს გადასცა მე-17 საუკუნის ტილო, რომელიც 1945 წელს, ომის შემდეგ გაუჩინარდა დრეზდენის მუზეუმიდან და პირველად საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა, საბოლოოდ კი საქართველოში დარჩა“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.