"ჩიტადინის ტილო, რომელიც ანგელა მერკელს მამუკა ბახტაძემ გადასცა, სახელმწიფოს კერძო კოლექციონერმა აჩუქა" - კვირის პალიტრა

"ჩიტადინის ტილო, რომელიც ანგელა მერკელს მამუკა ბახტაძემ გადასცა, სახელმწიფოს კერძო კოლექციონერმა აჩუქა"

ტილო, რომელიც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჩუქრად გადასცა, ქუთაისში მცხოვრები კერძო პირის მფლობელობაში იყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ნამუშევარი წარმოადგენს პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის (1616-1681) ფერწერას სახელად "ნატურმორტი კურდღლით“ და შესრულებულია ზეთის საღებავით ტილოზე.

მათივე ინფორმაციით, ტილო საქართველოს ხელისუფლებას კერძო კოლექციონერმა უსასყიდლოდ გადასცა.

მე-17 საუკუნის ფერწერული ტილო დრეზდენის გალერეის ექსპონანტად ირიცხება და აქამდე დაკარგულად ითვლებოდა.

იხილეთ ასევე: მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დრეზდენის მუზეუმიდან გაუჩინარებული ტილო გადასცა