"ჩიტადინის ტილო, რომელიც ანგელა მერკელს მამუკა ბახტაძემ გადასცა, სახელმწიფოს კერძო კოლექციონერმა აჩუქა"
ტილო, რომელიც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჩუქრად გადასცა, ქუთაისში მცხოვრები კერძო პირის მფლობელობაში იყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ნამუშევარი წარმოადგენს პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის (1616-1681) ფერწერას სახელად "ნატურმორტი კურდღლით“ და შესრულებულია ზეთის საღებავით ტილოზე.
მათივე ინფორმაციით, ტილო საქართველოს ხელისუფლებას კერძო კოლექციონერმა უსასყიდლოდ გადასცა.
მე-17 საუკუნის ფერწერული ტილო დრეზდენის გალერეის ექსპონანტად ირიცხება და აქამდე დაკარგულად ითვლებოდა.
იხილეთ ასევე: მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დრეზდენის მუზეუმიდან გაუჩინარებული ტილო გადასცა