"ჩიტადინის ტილო, რომელიც ანგელა მერკელს მამუკა ბახტაძემ გადასცა, სახელმწიფოს კერძო კოლექციონერმა აჩუქა"
24-08-2018
"ჩიტადინის ტილო, რომელიც ანგელა მერკელს მამუკა ბახტაძემ გადასცა, სახელმწიფოს კერძო კოლექციონერმა აჩუქა"
ტილო, რომელიც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჩუქრად გადასცა, ქუთაისში მცხოვრები კერძო პირის მფლობელობაში იყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ნამუშევარი წარმოადგენს პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის (1616-1681) ფერწერას სახელად "ნატურმორტი კურდღლით“ და შესრულებულია ზეთის საღებავით ტილოზე.

მათივე ინფორმაციით, ტილო საქართველოს ხელისუფლებას კერძო კოლექციონერმა უსასყიდლოდ გადასცა.

მე-17 საუკუნის ფერწერული ტილო დრეზდენის გალერეის ექსპონანტად ირიცხება და აქამდე დაკარგულად ითვლებოდა.

გუკა
24 აგვისტო 2018 16:42
ჩვენი პოლიტიკოსები მხოლოდ უცხოელ მაღალჩინოსნებთან კადრულობენ გაღიმებას. აბა დაბლამდგომს ხომ არ გაუყადრებენ თავს?

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?