დღის ფოტო - ანგელა მერკელი საოკუპაციო ხაზთან - კვირის პალიტრა

დღის ფოტო - ანგელა მერკელი საოკუპაციო ხაზთან

მოგეხსენებათ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით, სახრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა. ის 24 აგვისტოს  სოფელ ოძისში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო.

მას ადგილზე არსებული ვითარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა გააცნეს. ანგელა მერკელი ტერიტორიაზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ანგელა მერკელმა ჭოგრიტის მეშვეობით ოძისიდან საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიები დაათვალიერა, რისი ამსახველი ფოტოებიც "ინსტაგრამზე" კანცლერის ოფიციალურ გვერდზე დაიდო.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვია.

იხილეთ კანცლერის ვიზტის ამსახველი ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ნატოში სწრაფ გაწევრებაზე ვერ ვისაუბრებთ, გერმანიის პოზიცია ასეთია, ასეთი დარჩება" - რას ველოდით და რა მივიღეთ?!