"აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ"

რუსეთი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარებისთვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ამ კვირას 10 წელი გახდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა“.

"ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, თუ რასთან იყო ეს დაკავშირებული, მაგრამ მიუხედავად სირთულეებისა, რესპუბლიკა ვითარდება. ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უზრუნველვყოთ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება და მას ეკონომიკურად დავეხმაროთ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

თავის მხრივ, ანატოლი ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს "რესპუბლიკის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის“.

"ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში თანამშრომლობას. ეს ეხება თანამშრომლობას როგორც შეიარაღებული ძალების, ასევე სასაზღვრო სამსახურების ხაზით. ჩემი აზრით, მიმდინარეობს გამართული და საკმაოდ ეფექტური მუშაობა“, - განაცხადა პუტინმა.