"არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი "ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა" - როგორ აფასებს სააკაშვილი მერკელის ვიზიტს?
24-08-2018
"არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი "ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა" - როგორ აფასებს სააკაშვილი მერკელის ვიზიტს?
დღევანდელი ე.წ. მთავრობა ანგელა მერკელის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ. არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი "ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ანგელა მერკელის ვიზისტის შეფასებისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გერმანიის კანცლერმა მართებულად აღნიშნა, როდესაც თქვა, რომ "საქართველო მზად არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის და იმაზე მეტად არის მზად, ვიდრე სომხეთი“.

"ძალიან საინტერესოდ თქვა ევროპის დღევანდელმა ლიდერმა, ჩვენმა ძველმა პოლიტიკურმა პარტნიორმა და საქართველოს მეგობარმა
ანგელა მერკელმა, რომ საქართველო მზად არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის და იმაზე მეტად არის მზად, ვიდრე სომხეთი იყო. სომხეთში დაემხო პრორუსული რეჟიმი და ოლიგარქები მოაშთეს რეჟიმიდან სულ ცოტა ხნის წინ. მერკელის თქმით, საქართველოში ეს ბევრად უფრო შესაძლებელია.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ
ყველა ხვდება - საქართველო უნდა გახდეს ღირსეული პარტნიორი მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ პირველ რიგში მაგარი ადგილი საკუთარი მოქალაქეებისთვის, რათა ხალხი მასობრივად არ გარბოდეს.

დღევანდელი ე.წ. მთავრობა სტუმრის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ. არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი "ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მერკელი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, თუმცა არ შეხვდა სალომე ზურაბიშვილს.

"მნიშვნელოვანია, რომ მერკელი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, პრეზიდენტობის კანდიდატებს და არ შეხვდა მოღალატე ზურაბიშვილს. ესეც ნათელი გზავნილი იყო მთელი ევროპის. მე ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება წელს ოქტომბერში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
ვახო
24 აგვისტო 2018 21:47
კოდორი და ახალგორი ისე მიატოვე ტყვია არ გაგისვრია მტელი იარაგის არსენალი რუსებს დაუტოვე, გორსიც ვნახეტ საქმენი ცაგმირონი
Dito
24 აგვისტო 2018 18:56
Mishas fani arasodes vyofilvar tumca aq ar sheizleba mas ar daetanxmo.
Gasagebia rom dro icvleba chans rom sakutari tavis amara darchenili evropa rusettan konfrontacias erideba da politikas arbilebs, magram saqartvelos tavisi satkivari aqvs da aq kompromisebi miugebelia. Okupirebuli teritoriebis sakitxi unda mogvardes da amisatvis molaparakebebis realisturi formula unda chamoyalibdes. Gveyo ragac satyuarebit tavis motyueba taobebi gagvezarda ukve da chven xan natos imedad vart da xa katosi.
Bulgarets uari atqmevina dasavletma rusuli gazis gatarebaze samagierod germaniam aunto mcvane shuqi da ixeira iq sadac bulgaretma izarala.
Pragmatulebi da damoukideblad moazrovneebi unda viyot, faqtia chveni gulisatvis tavs aravin gamoidebs.

რედაქტორის რჩევით