"მსურს, ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში ვიხილო, ეს არის ჩემი ცხოვრების სტიმული და მიზანი" - კვირის პალიტრა

"მსურს, ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში ვიხილო, ეს არის ჩემი ცხოვრების სტიმული და მიზანი"

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ რუსეთის შემადგენლობაში "რესპუბლიკის“ შესვლა მისი ცხოვრების სტიმულს და მიზანს წარმოადგენს.

"ჩვენი რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2008 წლის 26 აგვისტოს მოხდა. მე არ ვამბობ და არ ვიტყვი უარს ეროვნულ იდეაზე - რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე. ჩემთვის ეს არის ცხოვრების სტიმული და მიზანი, რომელსაც ჩვენმა ხალხმა უნდა მიაღწიოს. მსურს, ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში ვიხილო“, - განაცხადა ბიბილოვმა.