"როგორც იქნა, მერკელმა თქვა..."
"როგორც იქნა, მერკელმა თქვა..."
"მერკელმა თქვა ყველაფერი, რაც ზუსტად ასახავს გერმანიის რუსეთისადმი დამოკიდებულებას საკუთარი პრიორიტეტებიდან გამომდინარე"

2008 წლის შემდეგ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში შეხვედრებითა და მიღებებით დატვირთული იყო, თუმცა კანცლერის ვიზიტის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი მისი სტუდენტებთან შეხვედრა აღმოჩნდა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში არაერთგზის გაისმა კითხვა ოკუპაციის თაობაზე, რის შესახებ საუბრის დროს კანცლერმა ისევ სიტყვა "უსამართლო" გამოიყენა, თუმცა სტუდენტების მიერ კითხვის რამდენჯერმე შებრუნების შემდეგ გერმანიის კანცლერმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის შესახებ
განაცხადა.

რა გზავნილებით ჩამოვიდა გერმანიის კანცლერი საქართველოში? "კვირის პალიტრის" შეკითხვებს დიპლომატი გიორგი ბადრიძე პასუხობს:

- ვფიქრობ, ქართველი დიპლომატები­ თუ ექსპერტები საქართველოში ანგელა­ მერკელის შეხვედრებს გაზვიადებულად აფასებენ. ვეთანხმები აზრს, რომ გერმანი­ის ლიდერის ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუნდაც­ იმის გათვალისწინებით, რომ მერკელი ევროპაში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია და
საფრანგეთის პრეზიდენტ­ მაკრონთან ერთად ევროკავშირის უახლოესი მომავლის პოლიტიკას განსაზღვრავს, თუმცა, აბა, დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ, რა შთაბეჭდილებას მოახდენდნენ გერმანიის კანცლერზე თანამდებობის პირები, რომლებმაც მას უმასპინძლეს?! თანაც მერკელი კარგად იყო ინფორმირებული, ვის ხვდებოდა. მან ისიც იცოდა, რომ მისი მასპინძელი უმაღლესი თანამდებობის პირთაგან გადაწყვეტილების­ მიმღები არც ერთი არ არის და ქვეყანას სხვა მართავს. ამიტომ ვიზიტის შემდეგ ევროინტეგრაციის დაჩქარებისა თუ საქართველო-გერმანიის ურთიერთობის გაუმჯობესების განსაკუთრებული მოლოდინი არ გამჩენია, პირიქით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რეგიონული ფუნქციის მქონე სახელმწიფ­ოდ არ ჩამოვყალიბდებით, როგორი მაღ­ალი რანგის ლიდერიც უნდა ჩამოვიდეს, მხოლოდ დახმარებისა და გრანტების მიღების ობიექტად დავრჩებით, პოლიტიკურად კი ყოველთვის რუსეთის რაკურსით შემოგვხედავენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მერკელს სტუდენტებთან ჰქონდა, რომელთა დაჟინებულ კითხვაზე - რატომ ცდილობს,­ შეცვალოს სიტყვა "ოკუპაცია" "უსამართლ­ობით", როგორც იქნა, მერკელმა თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ეს მას, არაერთი შეხვედრის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ უხსენებია.

- რატომ გაუჭირდა რეალობისთვის თვალის­ გასწორება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარი, ან რატომ არ იყო საოკუპაციო ზოლთან მასთან ერთად ქართული მხარე?

- გერმანიას რუსეთთან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინტერესები აკავშირებს, განსაკუთრებით - ეკონომიკური, ამიტომ თუ თვითონ ავირჩევთ დათმობით საგარეო პოლიტიკას და ვეცდებით, ოკუპაციაზე სულ უფრო ცოტა ვილაპარაკოთ, არც ევროპული სახელმწიფოები მოისურვებენ ჩვენ გამო რუსეთის გაღიზიანებას. რაც შეეხება მერკელის მისვლას საოკუპაციო ხაზთან, არ გახლავთ სიმართლე, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გვითხრა, თითქოს ევროპელი­ ლიდერები ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად მიდიან. არაერთხელ გვინახავს, რომ პრეზიდენტები დასავლელ კოლეგებთან ერთად მისულან საოკუპაციო ხაზთან და აღუწერიათ იქ არსებული მძიმე რეალობა. ჩანს, ეს გერმანული მხარის პროტოკოლის მოთხოვნა იყო, თუმცა, ალბათ, არც ქართულმა მხარემ იაქტიურა მათ დასარწმუნებლად. მე საქართველოში ჯორჯ ბუშის ვიზიტის დაგეგმვაში ვმონაწილეობდი და მახსოვს, რამდენად განსხვავებული იყო პროტოკოლის ამერიკელი და ქართველი წარმომადგენლების პოზიციები, თუმცა საბოლოოდ აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი განსხვავებულად დაიგეგმა, ვიდრე ეს ამერიკულ მხარეს ჰქონდა ჩაფიქრებული. ასე რომ, შესაძლოა, ჩვენი მხრიდან არავინ იაქ­ტიურა, ანგელა მერკელთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ხელისუფლების წარმომადგენლებიც ყოფილიყვნენ. ასეთ შემთხვევაში უფრო მკაფიო გზავნილი იქნებოდა გერმანიის კანცლერის მხრიდან, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და ოკუპაციას გმობს.

- მერკელთან შეხვედრას არ ესწრებოდნენ­ არც საქართველოს ეკონომიკისა და თავდაცვის მინისტრები. რატომ ვერ აღმოჩნდა ეს ვიზიტი იმდენად მნიშვნელოვანი მათთვის, რომ შვებულება შეეწყვიტათ და ეს ორი მნიშვნელოვანი უწყება მოადგილეებს არ წარმოედგინათ?
- მინდა მჯეროდეს, რომ ხელისუფლებას კარგად ესმის, რამდენად კრიტიკულია საქართველოს მიმართ გერმანიის დამოკიდებულება და რამდენად მნიშვნელოვანია ამ დამოკიდებულების შეცვლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ნატოში გაწევრების გზაზე გერმანია ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი რომ გახლდათ, ყველამ იცის, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რამდენად სურს ქართულ მხარეს, დაარწმუნოს გერმანია, რომ მაპ-ის მიღებაში დაგვეხმაროს. აშკარაა, მერკელის ვიზიტისას ეკონომიკისა და თავდაცვის მინისტრების შვებულებაში ყოფნა საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებულ მონდომებაზე არ მიანიშნებს. გერმანია რთული პარტნიორია არა მხოლოდ ამ ხელისუფლებისთვის. მისი პოზიციები მძიმე იყო მაშინაც, როდესაც ქვეყანას მათთვის მისაღები ფიგურა - შევარდნაძე მართავდა. ამ ფონზე­ მმართველ გუნდს მართებს სკეპტიკური დამოკიდებულება შეაცვლევინოს გერმანიას და დაარწმუნოს რეგიონში საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაში.

- გერმანიის პოზიცია კვლავ მკაფიოდ გამოხატა მერკელმა და თქვა, რომ სანამ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა არსებობს, ვერ გასცემს ცრუ დაპირებას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. რამ უნდა შეცვალოს გერმანიის პოზიცია?
- ამ გზავნილისთვის ხელისუფლებას რეალური კონტრარგუმენტით უნდა ეპასუხა - როდესაც გერმანია გახდა ნატოს წევრი, მისი 1/3 საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული! პრეცედენტი არსებობს და ის თვითონ გერმანიამ შექმნა! თანაც საქართველოს არაერთხელ განუცხადებია, რომ არსებობს მექანიზმები, რომელთა მეშვეობით საქართველოს ნატოში გაწევრება შესაძლებელია ისე, რომ ოკუპირებულმა ტერიტორიებმა ალიანსის წევრ ქვეყნებს პრობლემა არ შეუქმნას, საქართველო ინარჩუნებდეს სრულ სამართლებრივ სუვერენიტეტს როგორც აფხაზეთზე, ისე - ცხინვალის რეგიონზე, მაგრამ ამავდროულად, ამ ტერიტორაზე ნატოს მეხუთე მუხლის ამოქმედება შეიზღუდოს. სავარაუდოდ, ამჯერად მერკელთან შეხვედრაზე საქართველოს ეს პოზიცია არ გამოუხატავს, მერკელმა კი თქვა ყველაფერი, რაც ზუსტად ასახავს გერმანიის რუსეთისადმი დამოკიდებულებას საკუთარი პრიორიტეტებიდან გამომდინარე.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები