საია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ვიდეომასალას შეისწავლის
საია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ვიდეომასალას შეისწავლის
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირმა პავლიაშვილის თქმით, ორგანიზაცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალას შეისწავლის. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვიდეომასალის ავთენტურობა დადასტურდება, ცესკოს თავმჯდომარესა და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

“საია მონიტორინგის ფარგლებში ამ ფაქტს შეისწავლის და საზოგადოებას ჩვენს მოსაზრებებს წარვუდგენთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ ეტაპზე ამ ჩანაწერების ავთენტურობა დადგინდეს, თუ რეალურად, რამდენად მოხდა მსგავსი ტიპის ფაქტები და რამდენად
ავთენტურია ეს ჩანაწერები. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ეს პირები, რომელთა შერჩევაც საოლქო საარჩევნო კომისიებში ხდება, ნეიტრალურები არიან და ისინი არც თავიანთი წარმდგენი და არც დამნიშვნელი სუბიქტების ინტერესებს არ უნდა ახორციელებდნენ და კანონიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ,”- აღნიშნა ირმა პავლიაშვილმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა ვიდეომასალა, სადაც მისივე თქმით, საუბარია იმაზე,თუ როგორ აკომპლექტებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს, როგორ აწვდის სიებს საოლქო კომისიებს და როგორ ხდება მათთან თანამშრომლობა. მისი თქმით, ჩანაწერებში ჩანს, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზეა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კრწანისის კომისიის კურატორთან. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება ლეგიტიმაციას მოკლებულია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები