საქართველოში ყალიბდება კლასიკური კრიმინალური ოლიგარქატი, რომელიც საერთოდ უსპობს ქვეყანას განვითარების პერსპექტივებს, ამიტომ, ახლა ოცნების ნაცვლად მოქმედების დროა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.
სააკაშვილის განცხადებით, ცემენტისა და ხორბლის წარმოებით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული.
"თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან გამოვიდნენ ცემენტის მცირე მწარმოებლები, ვინაიდან მთავრობამ მათ დაუწყო შეზღუდვების დაწესება და რეალურად კლავს ამ ბიზნესებს. მაგრამ რატომ ხდება ეს? - სულ ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა იყიდა საქართველოში
იგივეს აკეთებენ ხორბალზე, ვითომ ტურიზმს არ შეუშალოს ხელიო, ხმელეთიდან ხორბლის შემოტანა შეზღუდეს. რატომ? - იმიტომ, რომ ტერმინალი, რომელიც ფოთის პორტშია და მასთან ბიზნესმიმართება აქვს ივანიშვილს, ის გახდეს მონოპოლისტი ხორბლის შემოტანის, რაც პოტენციურად ასევე აძვირებს ხორბლის და პურის ფასს და ადამიანებს ტოვებს შემოსავლის გარეშე. ასე ხდება, როცა ოლიგარქი თათს დაადებს მთელ ქვეყანას. რაც არ უნდა ილაპარაკონ, ჩვენ ამ მონოპოლიას დავასრულებთ ოქტომბრის არჩევნებზე. რადაც არ უნდა დამიჯდეს, მე პირადად ამას გავაკეთებ. ამ პირობებში საქართველოში ყალიბდება კლასიკური კრიმინალური ოლიგარქატი, რომელიც საერთოდ უსპობს ქვეყანას განვითარების პერსპექტივებს. ამიტომ, ახლა დროა მოქმედების, ოცნების ნაცვლად. ჩვენ ერთად დავასრულებთ ქოციანობას, გავათავისუფლებთ საქართველოს და გავუხსნით მას პერსპექტივას", - აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში თავის პირად გვერდზე გაავრცელა.
შეიგნეთ, ვნებათაღელვის თეორიის მიხედვით ნაცქოცმოქკავშირი მიისწრაფვის ზესფეროებისაკენ !
მოქკავშირი ... მოქკავშირია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს ქართველ კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს ოცნება -მინუს ნაცმო, ემ ცე კვადრატ (mc²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისკენ ! მიდით, ამომრჩეველო ერთაოზებო ! “
აი ჩვენ უკვე დემოკრატიულ კაპიტალიზმში ვართ ,ანუ ტყეში,ხომ ბნელა ?!
ეს რა ანათებს,ვარსკვლავია ,მარგალიტა კრემლში ჩაუკეტიათ ?!