"ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს"
28-08-2018
"ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს"
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიხე საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავს. კობახიძე დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელსაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს.

მისივე თქმით, რეალური შანსია, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს.

"ჩვენი მხარდაჭერა არის +/-50% და ეს დადასტურდა თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე. არის რეალური შანსი, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს და ასევე არის იმის შანსი, რომ მეორე ტური გაიმ
ართოს. საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ოპოზიციას რეალურად შანსი არ აქვს, ეს არის დღევანდელი ვითარება. დიდ სხვაობას წინა არჩევნებთან შედარებით არ ველოდები, აქედან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ იმის შანსი, რომ პირველ ტურში აიღონ 15-20%-ზე მეტი", - განაცხადა კობახიძემ.
ალექს
03 სექტემბერი 2018 08:19
და რო გაიმარჯვოს რაა რო ?!
რა მოხდება ,დემოკრატია დამყარდება თუ თავისუფალი კონკურენციის საბაზრო ეკონომიკა აყვავდება აქა ?
ჯერ ჯერობით ყვავიან კომუნისტების შვილები,გერები და ნაშვილებები !

რედაქტორის რჩევით