"თუ ამ კრიზისიდან არ გამოვალთ, მუხლებზე დაჩოქილი საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ"
"თუ ამ კრიზისიდან არ გამოვალთ, მუხლებზე დაჩოქილი საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ"
ჩვენ ღრმა კრიზისში ვართ და თუ ამ კრიზისიდან არ გამოვალთ, მუხლებზე დაჩოქილი საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა.

"ხელისუფლების მხრიდან სრულ უმოქმედობას ვხედავთ. უუნარონი არიან რამე გააკეთონ. ხელისუფლებისგან ყოველთვის გვესმის, ადრე რა უკეთესი იყო. ჩვენ არ გვსურს, როგორც ადრე იყო. ჩვენ უკეთესობა გვინდა. გვსურს, ვიღაცა ადგეს და გამოასწოროს ის, რაც ჩვენთან ხდება. ოთხი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ამ
პრეზიდენტს არ შეუძლია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. ჩვენ გვჭირდება მტკიცედ განწყობილი ადამიანი, რომელიც დაიწყებს მოქმედებას. ყველა აღიარებს, რომ ჩვენ ღრმა კრიზისში ვართ, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით", - განაცხადა სერგეი შამბამ.

მისივე თქმით, "საჭიროა კრიზისიდან გამოსვლაზე ფიქრი".

"მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ეს ხელისუფლება კრიზისიდან
გამოგვიყვანს. თუ უახლოეს დროში ამ კრიზისიდან ვერ გამოვალთ, ისეთ უფსკრულში ჩავვარდებით, რომლიდანაც ვერასოდეს ვერ გამოვალთ. მაშინ რაში გვჭირდებოდა ეს ბრძოლა? მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ისეთი სახელმწიფო შევქმენით, რომელიც არასოდეს გვქონია. ისეთი თავისუფლება მივიღეთ, რომელიც არასოდეს გვქონია. და ამით სარგებლობა არ შეგვიძლია, ვინაიდან არაკომპეტენტური ხალხია ხელისუფლებაში. ჩვენ ყველანი, მათ შორის მე, დამნაშავეები ვართ, რომ ისინი მოვიდნენ. რასაც მე ვხედავ, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, ასლან ბჟანიაა. ხალხს უნდა ავუხსნათ თუ რა ხდება. უნდა ავუხსნათ, რომ ხვალ ტრაგედია გველოდება, ისეთივე, როგორიც მე-19 საუკუნეში მოხდა, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ. კვლავ ყველაფერს დავკარგავთ და მუხლებზე დაჩოქილი საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ. ნუთუ ეს გვინდა? მე ეს არ მსურს", - დასძინა სერგეი შამბამ.

ალექს
30 აგვისტო 2018 06:58
დამთხვევაა ვითომ ბჟანიას და ბჟალავას ფუძე რომ ქართული მზეა ?!
ნატა
29 აგვისტო 2018 15:58
ეს კაცი სხვადასხა ინტერვიუში სრულიად ურთიერთგამომრიცხავ აზრებს აფრქვევს, ეგებ ჯერ თვითონ ჩამოყალიბებულიყო და მერე ესაუბრა საქვეყნოდ
ezra
29 აგვისტო 2018 15:15
მუხლებზე დაჩოქებას და დამცირებას ქართველები არ გთხოვთ! ჩვენ გელოდებით როდის დაგვიბრუნდებით და ერთად ვაშენებთ ღმერთისგან ნაბოძებ სამშობლოს!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები