"იუსტიციის საბჭოში ჩამოყალიბებული მაფიოზური კლანი, ეცდება, ახალი თავმჯდომარის არჩევით მაფია გააძლიეროს"
"იუსტიციის საბჭოში ჩამოყალიბებული მაფიოზური კლანი, ეცდება, ახალი თავმჯდომარის არჩევით მაფია გააძლიეროს"
"ეს ავგიას თავლად ქცეული სასამართლო სისტემა შეიძლება რევოლუციურად გახდეს გასაწმენდი"

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვან პროცესს წყვეტს და ფარ-ხმალს გაუგებარი მოტივით კიდევ ერთხელ ყრის - გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტს აღარ წარუდგენს.

რატომ გადაულოცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პრეროგატივა მარგველაშვილმა იუსტიციის საბჭოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც იუსტიციის საბჭო მწვავედ არაერთხელ გაუკრიტიკებია?

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
-- უზენაესი სას
ამართლოს თავმჯდომარის არჩევას, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. მარგველაშვილი ამ გადაწყვეტილებით სახიფათო ზონაში შევიდა საქმე ის არის, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი გადადის იუსტიციის საბჭოს პრეროგატივაში, სადაც უკვე ჩამოყალიბდა აბსოლუტურად მაფიოზური მმართველობა. ეს მაფიოზური კლანი, ბუნებრივია, ეცდება, ახალი თავმჯდომარის არჩევით მაფია გააძლიეროს და არა - სახელმწიფო.

ეს კლანი კიდევ
უფრო დაასნეულებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მართლმსაჯულებას და საზოგადოებას წაართმევს ბოლო შანსს, რომ სასამართლო სისტემა ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს. უახლოეს მომავალში მივიღებთ ჩაბეტონებულ და დამარხულ მართლმსაჯულებას, საბოლოოდ კი ეს ისევ ხელისუფლებას დაუჯდება მძიმე პოლიტიკურ ფასად - სამართლის პოვნის იმედდაკარგულ საზოგადოებას ვითარება რევოლუციურ რეჟიმში გადაჰყავს - თუ არ არის სამართალი, არ იქნება მშვიდობა.

თუ მმართველ გუნდს აქვს ილუზია, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის მართვას შეძლებს, მწარედ ცდება, რადგან როდესაც ურჩხული წამოიზრდება, ის მშობელს აუცილებლად შეჭამს. ეს ცხოვრებისა და პოლიტიკის დაუწერელი კანონია.

თუ ჩინჩალაძე ამჯერად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ჩაიგდებს ხელში, კლანს კიდევ მეტი ამბიცია გაუჩნდება.
თუ სააკაშვილის დროს ისინი პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობდნენ, ახლა შეეცდებიან თავად უკარნახონ თამაშის წესები ხელისუფლებას. მურუსიძე-ჩინჩალაძის ტყვეობაში ყოფნა "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურად დაასრულებს.

აქაც ვიტყვი - ყველას და მათ შორის პრეზიდენტსაც სახელმწიფოებრივ პრიზმაში რომ გაგვეხედა, მას თავმჯდომარის შერჩევისას თამასა კი არ უნდა აეწია, "ოცნებასთან" თანამშრომლობა უნდა ეცადა. ხომ ფაქტია, მარგველაშვილს კონსენსუსის ძიებით და მათთან მოლაპარაკებით უნდა ეცადა კანდიდატურის შერჩევა. ამ თამაშში "ოცნება" როგორმე უნდა ჩაეთრია, მაგრამ ასე არ ხდება.

შედეგად ეს ავგიას თავლად ქცეული სასამართლო სისტემა შეიძლება რევოლუციურად გახდეს გასაწმენდი.

იხილეთ ასევე: "მარგველაშვილი აჭრილია"
ალექს
31 აგვისტო 2018 06:13
სასამართლო არაა კანონპროექტების ლაბორატორია,ასეთი პარლამენტია და აბა იქაა მაფია ,წესებს ეგენი აწესებენ,მოსამართლე წესს ვერ დასწერს ,ვერც დაარღვევს,თუ წესი უნახვრეტოა !
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი ქართული ღვინოები უნდა შევუხამოთ ცხვრის ხორცისგან მომზადებულ კერძებს - რჩევები დიასახლისებს
/
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები