რამდენი მილიონი დაიხარჯა მარგველაშვილის პრეზიდენტობის 5-წლიან პერიოდში ავლაბრის სასახლის შენახვაზე?
30-08-2018
რამდენი მილიონი დაიხარჯა მარგველაშვილის პრეზიდენტობის 5-წლიან პერიოდში ავლაბრის სასახლის შენახვაზე?
გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის 5-წლიან პერიოდში - 2013 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 1-ელ აგვისტომდე ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის შენახვაზე ჯამში, 7 428 033 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოთხოვილ ოფიციალურ მონაცემებშია აღნიშნული.

კერძოდ, ავლაბრის რეზიდენციის შენახვისას ყველაზე მეტი ხარჯი კომუნალურ გადასახადებზე მოდის. უფრო კონკრეტულად: 2014 წელს კომუნალურმა ხარჯმა 693 979 ლარი შეადგინა, 2015 წელს - 818 787 ლარი, 2016 წელს - 1 018 962 ლარი, 2017 წელს
- 1 042 463 ლარი, ხოლო 2018 წლის 1-ელ აგვისტომდე - 446 113 ლარი. 2013 წლის დეკემბერში კი, რეზიდენციის კომუნალური ხარჯი 77 984 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ რეზიდენციის კომუნალურ ხარჯებში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, გენერატორისთვის საწვავისა და შენობა-ნაგებობის, ასევე მათი მიმდებარე ტერიტორიების მოვლა/დასუფთავების ხარჯი შედის.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, ჯამში რეზიდენციის მომსახურების მიზნით 1 927 214 ლარის ანაზღაურება გაიცა, მათ შორის 2015, 2016 და 2017 წლებში 95 594 ლარის პრემია. 2018 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში კი, დანამატების სახით 15 023 ლარი დაიხარჯა.

გარდა ამისა 2014, 2015, 2016, 2017 წლებში რემონტზე ჯამში 931 522 ლარი დაიხარჯა, 2018 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში კი ამ კუთხით ამ დროისთვის 18 003 ლარია დახარჯული.

2014 და 2015 წლებში პრეზიდენტის რეზიდენციაში ასევე კაპიტალური რემონტი ჩატარდა, რაზეც ჯამში 106 135 ლარი დაიხარჯა.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
31 აგვისტო 2018 06:08
ანუ სამი მილიონი დოლარი 5 წელიწადში,ბევრია ?ერთ სულ ქართველ მოქალაქეზე ერთი დოლარი 5 წელიწადში,ბევრია ხალხო ?!
და რა ჯდება მაგალითად მარეგულირებლების შენახვა,სემეკისა,კომუნიკაციებისა ?!
და სტაიანშიკებისა ?
საკონსტიტუციო სასამართლოსი ?
საერთოსი ?
პარლამენტის ორი შენობისა ?!
სახელმწიფოს შენახვა არ გინდათ და ,მარგველაშვილს საყვედურობთ ,კობახიძეა რაცაა და ბაქრაძეა რაც იყო ,ბურჯანაძეც ,ღირდნენ იმად რაც დავახარჯეთ მაგათ ?!
არა !
...
30 აგვისტო 2018 13:15
ეჰ ამ მშიერ ღარიმ ქვეყანაში საქმე გაკეთებული 0000

რედაქტორის რჩევით