რა ქონებას ფლობს გიორგი აბაშიშვილი? - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს გიორგი აბაშიშვილი?

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე გიორგი აბაშიშვილი 2015 წლის 4 დეკემბერს დაინიშნა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის ქონებრივი მდგომარეობა.

2018 წლის 27 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, დაკავებულ თანამდებობაზე გიორგი აბაშიშვილის ანაზღაურება 2017 წლის განმავლობაში 75 000 ლარი იყო, რაც თვეში 6 250 ლარი გამოდის. ხოლო იმავე წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 36 000 ლარი აიღო, ეს თვეში 3 000 ლარი გამოდის.

ბოლოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ფლობს, 55,5 კვადრატული მეტრის,

42,33 კვ.მ და 63,33 კვ.მ-ის ბინებს თბილისში. გარდა ამისა, ქარელში 2211 კვ.მ-ის მიწეს ნაკვეთის მფლობელია. ასევე მის მფლობელობაშია 2007 წელს გამოშვებული ავტომანქანა Hyundai Tucson.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა ანგარიშზე - 18 428 ლარი, 10 287 ევრო და 25 020 დოლარი ჰქონდა. გაგრძელება