"საიდუმლოს გეტყვით, ბიძინა ივანიშვილი ჩემზე გაბრაზებული არ არის. არადა, გავაკრიტიკე - უწიგნური ვუწოდე"
"საიდუმლოს გეტყვით, ბიძინა ივანიშვილი ჩემზე გაბრაზებული არ არის. არადა, გავაკრიტიკე - უწიგნური ვუწოდე"
"საქართველოში როგორ შეიძლება ქალი სათავეში?!"

ცნობილი რეჟისორი გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გიორგი შენგელაია თავად გვესაუბრა თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება:

- საქართველოს პრეზიდენტობას რომ ვაპირებ, ამას ბევრი წინაპირობა აქვს: მე დიდი ხანია ვმონაწილეობ ქართულ პოლიტიკაში. ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს მე და ჩემი ძმა ოპოზიციაში ვიყავით... სააკაშვილის დროს ერთ-ერთი პირველი გამოვედი და ჩავხადე მაგათ შარვალი! რაც შეეხება ბოლო პერიოდს, მხარს "ქართულ ოცნებას" ვუჭერდი, თუმცა პარტიის
წევრი არ ვყოფილვარ. მე ვერიდები ეგეთ ამბებს. ახლაც კენჭს ვიყრი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. არ მჯერა, რომ საქართველოში რამე სერიოზული ინტელექტუალური ძალაა, პარტია კი ინტელექტუალურ ძალას ნიშნავს. ეგენი ყველა ავანტიურისტები არიან, მხოლოდ თანამდებობა სურთ, პოლიტიკა, "ტუსოვკები"
და სისულელეები... მე მირჩევნია დამოუკიდებლად ვიყარო კენჭი. საკმარისი ძალა, ცოდნა და ინტელექტი მაქვს! პროფესიით რეჟისორი ვარ და რეჟისორის მთავარი თვისება ორგანიზატორული ნიჭია... ჩემი ფილმები ხომ გაქვთ ნანახი?

- რასაკვირველია, ნანახი კი არა, გაზრდილი ვართ თქვენს ფილმებზე?
- მერე ამ ფილმებს ძალიან დიდი ორგანიზატორული ნიჭი სჭირდებოდა! ამან გადამაწყვეტინა პრეზიდენტობაზე მეფიქრა! თუმცა ახლა რომ გითხრათ, მზად ვარ ხალხს დაპირებები მივცე, ამას არ ვიზამ! უპირველესად იმას ვეტყვი ხალხს, რომ ქამრები მოიჭირონ. ნახევარი საქართველო ღიპიანია! ეს დაწერეთ პირდაპირ, რომ ასეთი მიდგომა ჩვენ 6-8 თვეში ევროპული დონის ქვეყანას გაგვხდის და ამას ვეტყვი პირველივე მიტინგზე ხალხს. ასევე ტვინი გაანძრიეთ და იფიქრეთ, რა შეუძლია ნატოს გააკეთოს!

ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია დამოუკიდებელ კანდიდატს ეძებენ... მაგათ თითქოს აიყვანეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არაფრად ვარგა! ეს ისედაც ვიცოდი! მერე, გენაცვალე, საქართველოში როგორ შეიძლება ქალი სათავეში?! ეგ არის თანამედროვე, ვითომ ლიბერალური მიდგომა დასავლეთში - იმათ ოჯახებს შეხედეთ - ქალები სათავეში არიან, იმათ ქმრებს კიდევ ბავშვები უჭირავთ ხელში. ეგ არ არის სწორი! მე ბუნებით კონსერვატორი ვარ! ამ ზურაბიშვილმა არაფერი იცის. სალომე, ფაქტობრივად, დაძირულია!

- ამიტომ იმედი გაქვთ, რომ "ქართული ოცნება" მხარს თქვენ დაგიჭერთ?
- მე კარგად აღზრდილი კაცი ვარ, არ დაურეკავ ბიძინა ივანიშვილს და არ ვეტყვი დამოუკიდებელ კანდიდადატად ამიყვანეო...

- თქვენზე გაბრაზებული არ არის?
- დიდ საიდუმლოს გეტყვით: თქვენ წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილი ჩემზე გაბრაზებული არ არის. ხომ გახსოვთ როგორ გავაკრიტიკე და უწიგნური ვუწოდე, მან კი ჩემს შვილს,  ნიკუშას დაურეკა, რომელთანაც მეგობრობს და უთხრა, - მამაშენს გადაეცი, ყველაფერი სიმართლე თქვაო... ორი მხარე აქვს მაგას: ერთი არის კარგი კაცი, მე თავის დროზე ეგ ბიბლიურ დავითს შევადარე, რადგან მიხეილ სააკაშვილი გადააგდო... ძალიან რთული კაცია, განათლება დიდად არ აქვს და ჩემთან კონტაქტი შეიძლება გაუჭირდეს. ისე თქვენ როგორც ჟურნალისტი დამეხმარეთ და დაუსვით ხალხს კითხვა, ვინ სჯობია პრემიერ-მინისტრად – ბიძინა ივანიშვილი თუ ახლა, რომ არის ვიღაც "ჟულიკი"?

- ახლანდელი პრემიერ-მინისტრი საკმაოდ ჭკვიანი პიროვნებაა...
- რამ მოგაწონა ეგ, ვაი, შენს პატრონს... ახლა რომ სვანეთში ამბები იყო, მაგ ბრიყვმა გაგზავნა იქ ჯარი, არადა, ხის ჭრა სვანების ძირითადი ისტორიული ხელობაა ... შენ გელაპარაკება ახლა ჭკვიანი კაცი, რომელსაც კლასიკოსები აქვს წაკითხული!
მე ფეხსაცმელზე ვაკვირდები ხოლმე პოლიტიკოსებს და პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს სულ წვეტიანი ფეხსაცმელი აცვია, რაც საზიზღრობაა... ერთხელ მივედი კეზერაშვილთან და ზუსტად ეგეთი ფეხსაცმელი ეცვა. ოღონდ იმას ყველა თითზე ბეჭედი ეკეთა... მოკლედ, ხელისუფლებაში ასეთი ტიპები კი არა, ნამდვილი ინტელიგენცია გვჭირდება!


მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (17)
ლიანა
30 აგვისტო 2018 16:59
გიორგი ბატონო, ცოტა მაინც არ გაგაჩნია ღირსება?!
მოქალაქე
30 აგვისტო 2018 16:47
მაგას როდის გაგიხსენებს კაცმა არ იცის.
...
30 აგვისტო 2018 16:21
ერთი არაფრის გამკეთებელი პრეზიდენტობის კადიდატიც მოემატა
ავთო
30 აგვისტო 2018 16:12
თამარ მეფე გაიხსენე-ტრაპიზონიდან დარუბანდამდე. ოღონდ ოპოზიციას თავები უნდა დააყრევინოს.არაფერი მოსწონთ-უწიგნურები.არ დაბლოკოთ პ.ს. მე მხარს ზურაბიშვილს არ ვუჭერ..
Max
30 აგვისტო 2018 15:28
"ფსიხო"-ს არ ითხოვენ დარეგისტრირებისას?
!
30 აგვისტო 2018 15:17
ხმას გაძლევთ
ლუხო
30 აგვისტო 2018 14:56
ადამიანის ღირსებიის დიდი ნაწილიმოდის იმ აზრებიდან რასაც ის სხვებს მიაწერს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები