გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს - კვირის პალიტრა

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის საქართველოს სამსახურში სხვა ფორმით რჩება.

„როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში და მანამდეც, ასევე მომავალში ჩემი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი, ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებს, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის სამსახურს“, - მიმართა პრეზიდენტმა სტუდენტებს.