"ახალგაზრდებს საქართველო აინტერესებთ, მაგრამ როგორც მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც ომი ჰქონდათ" - რას ფიქრობენ აფხაზები ქართველებზე
"ახალგაზრდებს საქართველო აინტერესებთ, მაგრამ როგორც მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც ომი ჰქონდათ" - რას ფიქრობენ აფხაზები ქართველებზე
"საქართველოთი დაინტერესება 2001 წელს გაცივდა გელაევის ცნობილი რეიდის შემდგომ, ხოლო 2008 წლის მოვლენებმა ინტერესი მინიმუმამდე დაიყვანა"
"ბავშვებს საქართველო აინტერესებთ, მაგრამ როგორც მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც ომი ჰქონდათ", - ამბობს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე, რომელიც 17 წელია აფხაზ ახალგაზრდებს ლექციებს უკითხავს. მისი თქმით, აფხაზებმა ინტერესი­ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დაკარგეს, მანამდე კი ქართველებს მცირე შანსი ჰქონდათ, რაც შევარდნაძის ხელისუფლებამ არ გამოიყენა.

გიორგი ანჩაბაძე: -
სოხუმში ლექციებს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ვკითხულობ. თუმცა
ომის დროს, 1992-93 და შემდგომ წლებში ამას ვეღარ ვახერხებდი. 1998 წელს ჩავედი პირველად სოხუმში. 1999 წელს აფხაზეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შემომთავაზეს, გამეგრძელებინა ლექციების კითხვა. დავთანხმდი და 2001 წლიდან განვაახლე ლექციები.


- როგორი განწყობა იყო მაშინ სტუდენტებში და როგორია ახლა? - ომის შემდგომ აფხაზებს ჰქონდათ იმედი, რომ
საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება კომპრომისზე წავიდოდა. კერძოდ, აფხაზეთი ყოფილიყო ფედერაციის ან კონფედერაციის წევრი, მაგრამ ქართულმა მხარემ ეს წინადადებები არ მიიღო.
- მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, კომპრომისზე რომ არ წავიდა?
- რა თქმა უნდა. შეიძლება საკითხი უცებ არ გადაწყვეტილიყო, მაგრამ ამ შეხვედრებში პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებდნენ, დაახლოვდებოდნენ, რაც ხელს შეუწყობდა სასურველი შედეგის მიღებას.
- 2008 წლის ომის შემდგომ რა განწყობაა სოხუმში?
- საქართველოთი დაინტერესება 2001 წელს გაცივდა გელაევის ცნობილი რეიდის შემდგომ, ხოლო 2008 წლის მოვლენებმა ინტერესი მინიმუმამდე დაიყვანა.
- აფხაზების გულის მოსაგებად ჩვენი ხელისუფლება რაღაც ნაბიჯებს დგამს...
- ეს უნდა კეთდებოდეს არა გულის მოსაგებად, არამედ ურთიერთობის აღსადგენად. სამკურნალო პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს, ძალიან კარგია. ყველა, ვინც ამით ისარგებლა, ქართველი ექიმების მადლიერია, მაგრამ პრობლემას ეს ვერ გადაწყვეტს. პოლიტიკური საკითხები მხოლოდ პოლიტიკური დიალოგით წყდება. უფასო მკურნალობა ან ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვათა შეხვედრები სასარგებლოა, მათ შეიძლება ფონი შექმნან პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად. ამ ეტაპზე­ საამისო ფონი არ არსებობს. თუ რომელიმე ღონისძიება აუმჯობესებს ვითარებას, სხვა ფაქტები საქმეს უკან სწევენ. მაგალითად, ურთიერთობის გამოსწორებაზე დადებით გავლენას არ ახდენს ინტერნეტსა და პრესაში ატეხილი აჟიოტაჟი თურქეთში რომელიმე აფხაზური ანსამბლის გამოსვლის ან შოტლანდიის პატარა ქალაქში აღმოჩენილი მემორიალის გამო... ახალგაზრდებს საქართველო აინტერესებთ, მაგრამ როგორც მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც ომი ჰქონდათ.
- სტუდენტებს ისტორიული ფაქტები თუ მიეწოდებათ სწორად?
- ცხადია, ქართული და აფხაზური ისტორიული ნარატივი დაშორდა ერთმანეთს. პოლიტიკური კონფლიქტისთვის ეს დამახასიათებელია როგორც ევროპის, ასევე აზიისა და აფრიკის ქვეყნებისათვის, სადაც ეთნოპოლიტიკური წინააღმდეგობებია...
- თბილისში დიდი გამოხმაურება მოჰყვა შამბას ინტერვიუს, სადაც ამბობს, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და დროა, დიალოგი დაიწყოს.
- დიალოგზე ხელაღებით უარის თქმა არ შეიძლება. არც იმისი თქმა შეიძლება, რომ აფხაზები მთლიანად რუსეთზე არიან დამოკიდებული და თავიანთი აზრი არ გააჩნიათ. შამბას 80-იანი წლებიდან ვიცნობ. იგი გამოცდილი პოლიტიკოსია, თბილისშიც არის ნამყოფი, სოხუმშიც უმასპინძლია ქართველებისთვის. საჭირო იყო არა ნაჩქარევი უარი, არამედ იმის გაგება, თუ რას გულისხმობდა...
- ახალგაზრდები ფლობენ აფხაზურ ენას?
- ძირითადად, რუსულად საუბრობენ, თუმცა ბოლო პერიოდში აფხაზურ საუბარსაც ხშირად გაიგონებთ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება კონფერენციები, სადაც მოხსენებები მნიშვნელოვანწილად აფხაზურ ენაზე იკითხება. თუმცა კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ მცირერიცხოვანი ეთნოსის ენა არ გაქრეს.

თიკო ოსმანოვა
მკითხველის კომენტარი (16)
საქართველოს მოქალაქე
14 სექტემბერი 2018 18:40
აქ შეიძლება რაღაცის გადახედვა და თარგმნა მაგათვის გასაგებ ენაზე, https://ka.m.wikipedia.org/wiki/აფხაზები.
ჩემი აზრით უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკისა და ცხოვრების დონის განვითარება ყველა რეგიონში შეფარდებით თანაბარ დონეზე, რომ მოსახლეობის კლება ბუნებრივი მატების, ემიგრაციის შემცირების და სამუშაო გასტარბაითების გზით (Gastarbeiter https://de.m.wikipedia.org/wiki/Gastarbeiter). ანუ როგორც ევროპის ქვეყნებში გარბის ხალხი სამუშაოდ და საცხოვრებლად ეგრე უნდა იყოს ჩვენთან. და მერე თავად მოუნდებათ სამუშაო ვიზის მიღება საქართველოში სამუშაოდ. ამის მერე საქართველოს რესპუბლიკა პატივისცემის ნიშნად მიიღებს და 200,000 იან რეგიონს მიანიჭებს ავტონომიის სტატუს. თუ საკმარისი ეკონომიკა და ფინანსური რესურსი ექნება ამ დროისთვის საქართველოს რესპუბლიკას განახორციელებს ინვესტირებას ინფრასტრუქტურაში და კარგ შემთხვევაში 10-15 წლის განმავლობაში მიუახლოვდა აჭარის განვითარების და ცხოვრების დონის. რომელიც დღეისათვის საქართველოს მოწინავე რეგიონია. პირადად ვარ ნამყოფი ბელგიასა და ნიდერლანდებში და ორივე წარმატებული ქვეყანაა და 2 ჯერ მცირე ტერიტორიის ვიდრე დღევანდელი საქართველოს რესპუბლიკის და ორივე მსოფლიო ათეულშია ეკონომიკური განვითარებით.
კანონმორჩილი მოქალაქე
13 სექტემბერი 2018 23:19
1,5 წუთში წასაკითხი
კანონმორჩილი მოქალაქე
13 სექტემბერი 2018 21:38
4 წუთში წასაკითხი
..
13 სექტემბერი 2018 20:20
მეზობელი ქვეყანაო
სადამდე მივიდა საქმე
მედეა
13 სექტემბერი 2018 13:54
ძალიან ცუდად წარიმართა ჩვენი( ორივე) ხალხის ისტორია. ორივემ უდიდესი შეცდომებით ვიარეთ და ორივენი დასჯილები ვართ, უფრო აფხაზებია წაგებული და გაქრობა ელით. ასიმილაციის ან ძალადობის გზით--. სომხები შეჭამენ მალე და" უყარონ მერე კაკალი"რუსებს მხოლოდ ბაზები აინტერესებთ აფხაზეთში და არა მათი ეთნოსის დაცვა, სომხების მხარეს არიან ისინი და აფხაზები არც არასოდეს ეხატათ გულზე. ქართველები კი ვართ გულდაწყვეტილები, მაგრამ ფინეთივით-- გადავიტანთ ამ გულისწყვეტას და გავძლიერდებით.ვისაცჩვენ არ ვუნდივართ --წყალსაც წაუღია.ნამეტანმა ფერებამ გააბოროტა აბხაზები. დაე, იწვნიონ უჩვენობით რასაც მოიგებენ, გაქრებიან და გადაგვარდებიან.საქართველო კი მოსანატრებელი გაუხდებათ მალე.თუ აქვთ იმის მიხვედრის უნარი და" დამოუკიდებლობის"ხიბლიდან არ განიხიბლნენ.
კახაბერი
13 სექტემბერი 2018 11:30
ჩვენთან ურთიერთობის დალაგება უნდა აინტერესებდეს აფხაზებს, ჩვენ ეგ დიდად აღარ უნდა გვაღელვებდეს რადგან გავაცნობიერეთ მემგონი რომ ჩვენ საქმე გვაქვს კრემლთან, როდესაც იქ შეიცვლება ვითარება ან შიდა ან რაიმე გეოპოლიტიკური ცვლილებები ააღებინებს რუსეთს ხელს ამ აავნტიურაზე მაშინ შევძლებთ უპრობლემოდ კონტროლის აღდგენას და აფხაზები თუ წყნარად შეხვდებიან ამ ამბავს ხომ კარგი და ძალაინაც იხეირებენ თუ არ და ჩვენთვის ეგ უკვე არანაირი პრობლემა აღარ იქნება, საქართველოს შეიარაღებული ძალები მუხლებზე დააყენებს ყველას მთელი კავკასიის მაშტაბით ამაში ვარ დარწმუნებული, რუსეთს ვერ უხერხებთ ვერაფერს თორე კავკასიის მაშტაბით საქართველოს მომრევი ძალა არ არსებობს.
inga
13 სექტემბერი 2018 10:13
მხოლოდ ანჩაბაძეს ესმის აფხაზური უნივერსიტეტში საქართველოს განუყოფელ ნაწილში, თვითონ აფხზები კი მოთქვამენ ენის მდგომარეობის გამო. ამას როგორ შეიძლება უშვებდეს ნორმალური ქვეყნა სადმე ლექციის წასაკითხად, თურმე კომპრომისზე უნდა წავსულიყავით. სადამდე შეიძლება ასეთ ნაძირლებს პასუხი არ გასცენ?!
mzirali
13 სექტემბერი 2018 10:03
საქრთველო ისედაც არის ფედერაციული სახელმწიფო და აფხაზებს ისედაც აქვტ ამ ფედერაციაში ბევრი პრეფენაცია (კონსტიტუციის მიხედვიტ) მოკლედ რა მინდა ვტქვ,ა ლაპარაკი რომ მატ და ვიღაცას რაღაცა უნდათ მხოლოდ ლარაკია. ძალით დაკრგულს მხოლოდ ძალიტ დაიბრუნებ მაგრამ როდის ,?საკითხავი ეს არის
გავაშელი
13 სექტემბერი 2018 07:57
დროა მოვრჩეთ ამ სიძულვილით სავსე კომენტარებს ჩვენც და აფხაზებიც თუ გვინდა გადავრჩეთ. ეს მხოლოდ ერთად დგომას შეუძლია საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზებს მოვუწოდებ გამოგხიზლებას ჩვენებს ქართველებს კი ომის დავიწყებას. ნუ ვასხამთ რუსეღის წისქვილზე მუდმივათ წყალა ყველა დავფიქრდეთ ძმებო.
თენგიზ
13 სექტემბერი 2018 00:59
ეს არის მტრის განმარტებები, რომ ვითომ ქართველების ბრალია, ჩვენი აგრესია და ა.შ. სინამდვილეში რეალობა ასეთია: რუსული პოლიტიკა იყო ორიენტირებული აფხაზეთის წართმევაზე. ის დაიწყო 1970-იან წლებში. საქართველოს დამოუკიდლებოსთან ერთად ეს პროცესი დაჩქარდა. იმ დროს უმუშევარი მივიწყებული შევარდნაზე მოსკოვში ეგდო დეპრესიით ტანჯული. მან მიიღო თუ მან შესთავაზა ასეთი გარიგება: აწყობენ გადატრიალებას თბილისში, სვამენ ტახტზე ამბროსის და ის სანაცვლოდ მისცემს აფხაზეთს. ომი იყო საბაბი, ეს იყო ჩაფიქრებული წაგება. ასევე საჭირო იყო გენოციდი, რომ დასაბრუნებელი ხალხი არ ყოფილიყო. ეს დაგეგმა და შეასრულა კგბ-მ და რამდენიც არ უნდა იყვირონ აფხაზებმა ვინ მოუსმენს მათ საერთოდ. მაგათ ხალხადაც არ თვლიან. მთელი მოსახლეობა რომც აჯანყდეს რუსები მათ უბრალოდ უმოწყალოდ ამოხოცავენ ერთ დღეში. თუმცა ჩვენი დრო მოდის, რუსეთი ინგრევა და არ ეცლება საქართველოსთვის. ეს მოხდება გაისად.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები