"როცა თვითმფრინავში ადიოდა, ითხოვდა, გზად საქართველოში გამატარეთო..."
"როცა თვითმფრინავში ადიოდა, ითხოვდა, გზად საქართველოში გამატარეთო..."
სენატორ მაკკეინს, რომელსაც დღეს დაკრძალავენ, გუშინ, ვაშინგტონში, ეროვნულ საკათედრო ტაძარში  პანაშვიდი გადაუხადეს, რომელზეც  სიტყვით  აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები ჯორჯ ბუშ უმცროსი და ბარაკ ობამა გამოვიდნენ სიტყვით. სენატორის პატივის მისაგებად პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ სხვდასახვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგაციები, მათ შორის საქართველოდანაც.
ჯონ მაკკეინის ოჯახი პანაშვიდზე, მათ შორის მისი 106 წლის დედა
"დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დღე იყო. დავესწარი სენატორ მაკკეინისადმი მიძღვნილ საპატიო ცერემონიალს და პირველად მქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მომესმინა პრეზიდენტ ობამას, პრეზიდენტ ბუშის, ჰენრი კისინჯერის, სენატორ ლიბერმანის და სხვა უდავოდ დიდი
ადამიანების გამოსვლებისთვის", -  დაწერა "ფეისბუკის" პირად გვერდზე  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

აშშ-ის ექსპრეზიდენტები: ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში (უმცროსი) და ბილ კლინტონი

"ჯონ მაკკეინმა თავისი დაკრძალვა აქცია ერის გაერთიანების შესაძლებლობად, მაშინ როდესაც ამერიკა ისეთი პოლარიზებულია, როგორც არასდროს. მან თანაბარი პატივისცემა გამოხატა, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მიმართ. მთავარი სიტყვა საკუთარ დაკრძალვაში ათქმევინა ადამიანებს, რომლებთანაც მთავარი ბრძოლა
წააგო და საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა.
მას 5 წელი აწამებდნენ ვიეტნამში, თუმცა მან შეასრულა მთავარი როლი ამერიკას და ვიეტნამს შორის ურთიერთობის მოწესრიგებაში.

აშშ-ის ექსსახელმწიფო მდივანი ჯო ბაიდენი

მოგვიანებით კი, მიღებაზე, კიდევ ერთხელ მოვისმინე, როგორ უყვარდა საქართველო, როგორ დაეხმარა ჩვენს მსგავს ქვეყნებს ნატოში გაწევრებაში და როგორ ცდილობდა ჩვენც დაგვხმარებოდა.

ყოველთვის, როდესაც თვითმფრინავში ადიოდა, ითხოვდა გზად საქართველოში გამატარეთო, მაშინაც კი, როცა სრულიად სხვა მიმართულებით მიდიოდნენ.

მისი მთავარი ფრაზა იყო, რომ საკუთარი თავი უნდა შესწირო რაღაც უფრო დიდს, ვიდრე თავად ხარ.


ამ დღეებში მთელი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, დემოკრატები არიან თუ რესპუბლიკელები, თანაბრად გლოვობს გმირის დაკარგვას. მასთან ერთად ეპოქა დასრულდა. ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული" - წერს თამარ ჩუგოშვილი.




...
04 სექტემბერი 2018 23:10
მე ზვიადაურის არ იყოს ვთხოვ ჩემს მოძღვარს კვეთაში მოიხსენიოს ჯონი.დანარჩენებს ვისაც ჩემი ქმედება არ მოეწონებათ თავის მკვდრებს მიხედონ.
დათო
03 სექტემბერი 2018 14:59
სადაა ჩემი კომენტარი, რავა არ მოგეწონათ????

ტყვეობაში ჩაბარებული გმირად არასდროს არ აღიქმებოდა, ეს რა გამონაკლისია????
krazana
03 სექტემბერი 2018 09:36
რას მიედ მოედებით, ვიეტნამს ბომბავდა და ასე ეხმარებოდა ასე ეხმარებოდა მათ ამერიკასთან ურთიერთობის მოგვარებაში?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები