"ჩემ გარდა, სხვა რომელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი "ქართულმა ოცნებამ?"
03-09-2018
"ჩემ გარდა, სხვა რომელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი "ქართულმა ოცნებამ?"
ფოტოზე: პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა გაზეთ "კვირის პალიტრაში", რომელშიც ზურაბიშვილი კვლავინდებურად აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერის იმედი აქვს:

"როგორც მე ვერ წარმომიდგენია "ქართული ოცნების" გარდა, სხვა პარტიამ დამიჭიროს მხარი, ისე რთული წარმოსადგენია ჩემ გარდა, სხვა რომელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი "ქართულმა ოცნებამ"

კითხვაზე, - თუ მმართველ გუნდს გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებში არ დაეთანხმებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, "ქართულ ოცნებასთან" პრინციპულ საკითხებზე დაპირისპირება თქვენგან მოსალოდნელია?
- სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:
"ვფიქრობ, ეს მათთვისაც საჭიროა. მჯერა, რომ ე.წ. გარე თვალი, რომელიც არ იქნება მმართველ პარტიასთან პოლიტიკურად დაპირისპირებული, მაგრამ რეალობას ადეკვატურად შეაფასებს, "ქართული ოცნებისთვის" აუცილებელია. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ კონფრონტაციის პრეზიდენტი ვიყო, ეს ქვეყანას დადებით შედეგს ნამდვილად არ მოუტანს, პირიქით, უნდა შევეცადოთ
მუდმივი დაპირისპირებისგან ახალ რელსებზე გადავეწყოთ - პატარა ქვეყანა ვართ და უაზრო ქიშპობასა თუ კონკურენციაში დროის დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს, თუ, რა თქმა უნდა, საქმე ძირითად პრინციპებსა და იმ "წითელ ხაზებს" არ ეხება, რისი გარანტორიც პრეზიდენტი უნდა იყოს. ვგულისხმობ ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, მის პერსპექტივას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, - ვკითხულობთ ინტერვიუში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის მზად არის შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს:

" თუ მმართველი პარტია ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერაზე შეთანხმდება, ბიძინა ივანიშვილს უთუოდ შევხვდები. უნდა ვიცოდე, რა ტიპის მხარდაჭერას გამომიცხადებს პარტია და სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს "გამოცხადებული" მხარდაჭერა.
რაც შეეხება გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, აბსოლუტურად გასაგებია "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე დისკუსია - პარტიისთვის ისედაც რთული გადაწყვეტილებაა, უარი თქვას საკუთარ კანდიდატზე და სხვა, არაპარტიულ პირზე გადაანაწილოს ამომრჩევლის მხარდაჭერა…"

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ani
08 სექტემბერი 2018 17:59
არანაირად არ დავუჭერ მხარს ზურაბიშვილს. ეგ არის უცხოური აგენტურის წამომადგენელი , შემოგზავნილი საკარტველოში.

რა გამოილია პატრიოტი ადამიანი საკარტველოში?? მაინცდამაინც "ევროპულად მოაზროვე და "აღზრდილი" უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი?? მაინცდამაინც საზღვარგარეტ "ნასტავლი" ??

ეჰ , კართველები ტუ გონს არ მოვეგებიტ საბოლოოდ გავანადგურებტ ღვტის ნაბოძებ ულამაზეს კუტხეს და და საუცხოო გენეტიკას გადავაგვარებტ... სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. გონს მოვეგოტ კარტველებო, გავერტიანდეტ, დროა გვერდზე გადავდოტ უაზრო ამბციები, კუწები დავიპატარაოტ(ეს მატ ვისაც ეხება) და ადამინური სახე დავიბრუნოტ, კრისტიანული , მარტლმადიდებლური..
...
05 სექტემბერი 2018 10:35
როგორ გვინდა ისეთი პრეზიდენტობის კანდიდატი არ ფიქრობდეს თავისთვის მილიონების დაგროვებაზე გულაობაზე ფიქრობდეს ტერიტორიების დაბრუნებაზე ცხოვრების დონის ამაღლებაზე და არა ისეთი როგორც ივანიშვილის დასმული მარგველაშვილი იგულავა კაი დრე ატარა ბიუჯეტი შეჭამა საქმე არაფერი ნოლი
medea
04 სექტემბერი 2018 11:13
მარგველაშვილისგან მიღებული მწარე გამოცდილების გამო, რომელმაც მის მხურვალე მხარდამჭერს კრიჭაში ჩადგომით უპასუხა და ქვეყანა აალაპარაკა, სალომე ზურაბიშვილს ეჭვის თვალით ვუყურებ. მაგანაც იგივე არ გაიმეოროს. არა, "ოცნება" რომ მძლავრ კრიტიკას იმსახურებს, ამას არ უარვყოფ, მაგრამ კეთილმოსურნე კრიტიკაა კარგი და არა "კრიტიკა კრიტიკისთვის და მტრების გასახარად".სანამ საქვეყნოდ ცინიკურად გააკრიტიკებ და თავს მოჭრი-შენს მძლავრ მხარდამჭერს, მანამდე მიდი მასთან ესაუბრე, ეჩიჩინე, თუნდაც ეჩხუბე ხალხის საკეთილდღეოდ, და მიდით კონსესუსამდე. დაითავდამბლე თავი,შენ ხარ ჩვენსავით ჩვეულებრივი მოქალაქე, დროებით სხვა სტატუსმინიჭებული. დევიზია"საქართველო უპირველეს ყოვლისა"-პრეზიდენტიც, პრემიერმინისტრიც, პარლამენტარიც დროებითი მომსახურე პიროვნებებია საქართველოსი. ყველა ღონე უნდა იხმაროთ მის გასაძლიერებლად ასაღორძინებლად, გამოსაცოცხლებლად, ასამუშავებლად, გასახარად, გასამრავლებლად, მტერთა დასამცრობლად, ქართველთა გასამდიდრებლად. არ ვიცი დავუჭირო თუ არა სალომეს მხარი, სხვები მასზე უარესებია, გააქარწყლოს ეს ეჭვები და არ დაარღვიოს სიკეთეზე სიკეთით პასუხის ქართული მადლიერება--მაშინ მივცემ მას ხმას.28 ოქტომბერს.

რედაქტორის რჩევით