"დიდგორობა დღეს ზოგიერთი ტელევიზიის ეთერი თურქული სერიალებით იყო გადაჭედილი. ეს უპატივცემულობაა" - კვირის პალიტრა

"დიდგორობა დღეს ზოგიერთი ტელევიზიის ეთერი თურქული სერიალებით იყო გადაჭედილი. ეს უპატივცემულობაა"

ფოტოზე: თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, თამაზ მეჭიაური

"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე" - რა აბრაზებს თამაზ მეჭიაურს ყველაზე მეტად?

დავინტერესდით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის - თამაზ მეჭიაურის გულისწყრომას ქვეყანაში მიმდინარე რომელი მოვლენები იწვევს?

- რა თქმა უნდა, თიანეთშიც არის გარკვეული საკითხები, რომელიც ჩემს ყურადღებას იქცევს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემს გაღიზიანებას უმადურობა იწვევს. კონკრეტული პიროვნებების მიმართ კი არა, თუნდაც - წინაპრების, თანამედროვეების და ა.შ. გამაღიზიანებელია, როცა ხედავ, რომ მერკანტილური ინტერესია წინ წამოწეული... მაგალითად, მაღიზიანებდა, როცა დიდგორობა დღეს ზოგიერთი ტელევიზიის ეთერი თურქული სერიალებით იყო გადაჭედილი. ეს უპატივცემულობაა, თუნდაც - წინაპრების მიმართ, რომელთა დამსახურებით დღემდე მოვედით და ქართველები გვქვია. ამის პატივსაცემად დიდგორობა დღეს შესაბამისი თემატიკა უნდა ყოფილიყო წინ წამოწეული, ზოგიერთ ტელევიზიაში კი პატრიარქის ლოცვა და დიდგორის ველზე პრემიერის ვიზიტი ბოლო ნიუსად გაუშვეს. ასეთი ქმედება, ცოტა არ იყოს, მარაზმთან მიახლოებულია. თურმე, 300 მეჩეთია და 301-ე თუ არ აშენდება, ქვეყანა დაიქცევა და ამას ტელეეთერში პირველ ნიუსად აჩვენებენ, ამ დროს კი ახალგაზრდა კაცი, პრემიერი დიდგორის ველზე ჩავიდა, წინაპრებისადმი თავისი პატივისცემა გამოხატა, მხცოვანმა პატრიარქმა დაგვლოცა და ამას ტელეეთერში ბოლო, 30-წამიანი სიუჟეტი დაუთმეს... მაღიზიანებს, როცა ცდილობ, რაღაც გააკეთო, ვიღაც კი, რომელსაც გაფუჭების მეტი არაფერი გაუკეთებია, ცდილობს, გაკეთებული გააუფასუროს.

- კონკრეტულად, რას გულისხმობთ? - თუნდაც იმას, რომ ცდილობ, შენი წინამორბედი არ გალანძღო, ამის ნაცვლად კი... ერთი გაცვეთილი ანეკდოტი გამახსენდა, რომლის პერსონაჟიც ახლა ზოგიერთ პიროვნებას მაგონებს: ჩიტი გაიყინა. დათვმა ზედ მოისაქმა. ჩიტი გალღვა და ჭიკჭიკი დაიწყო. გაიგონა მელამ, ამოიყვანა და შეჭამა. ამ ანეკდოტში 3 მორალია: ვინც თავზე "გიშვრება", შენთვის ყველას ცუდი არ უნდა; ვისაც "იქიდან" ამოჰყავხარ, შენთვის ყველას კარგი არ უნდა; თუ "იქ" ზიხარ, რა გაჭიკჭიკებს, შე შობელძაღლოო?!. აი, ასეთები არიან ზოგიერთები, რომლებიც ახლა "ჭიკჭიკებენ". დაიჯერეს, რომ თავიანთი გაფუჭებული საქმის გამო არავინ დასჯის.

- თურქული სერიალები ახსენეთ და ის თუ გაღიზიანებთ, როცა დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ქართულ კინოთეატრებში კი ფილმები რუსულ ენაზე გადის? - კინოთეატრში მართლა არ დავდივარ და არ ვიცი. რა თქმა უნდა, გაღიზიანებას ეგეც იწვევს, მაგრამ ახლა ერთ რამეს ვიტყვი: ოკუპაცია მარტო ერთი ქვეყნისგან არ არის, ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილია ოკუპირებული ტრაპიზონამდე. ორმაგი სტანდარტი არ უნდა იყოს. ოკუპირებულს ყველგან "ოკუპირებული" უნდა დავარქვათ. იმას "მეგობარი" არ უნდა ვუწოდოთ, რომელსაც ტერიტორია ცოტა ადრე ჰქონდა ოკუპირებული.

კონკრეტული ერების მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ყველა თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის და სხვის ტერიტორიაზე უარს არავინ ამბობს. ამიტომაც გარშემო მეგობარს ვერ ვხედავ. მეგობარი ის არის, ვინც ტერიტორიების დაბრუნებაში მოგეხმარება. თუ არ მოგეხმარება, ყოველ შემთხვევაში, თვითონ რაც აქვს მიტაცებული, იმას მაინც დაგიბრუნებს. აი, მეგობარი ასეთია! მარტო რუსია ოკუპანტი და მე კაი ბიჭი ვარო, ასე არ გამოვა. ვისაც მიტაცებულის დაკანონება სურს და სხვა ტერიტორიებსაც ეპოტინება, ის მეგობარი როგორ არის?! ზოგიერთები თავს ისულელებენ. უმეტესობა გარედანაა დაფინანსებული და პირდაპირ რომ ვთქვათ, ქვეყნის ინტერესები "ფეხებზე ჰკიდია". ასე რომ, ორმაგი სტანდარტის მომხრე არ ვარ. და კიდევ, "პარტნიორობა" იმას არ ნიშნავს, რომ პარტნიორმა ხელი არ გაანძრიო და მხოლოდ აღშფოთებით შემოიფარგლო. არც ერთი ქვეყნის მტერი, არც ერთი ეროვნების მოწინააღმდეგე არ ვარ, მაგრამ არც თავის მოტყუების მომხრე ვარ...

- ბოლო ფაქტი, რამაც ყველაზე მეტად გაგაბრაზათ... (გაგრძელება)