"დაზარალებულის ჩვენება აბსურდულია - მივმართავთ სასამართლოს, საქმე ობიექტურად შეაფასოს"
"დაზარალებულის ჩვენება აბსურდულია - მივმართავთ სასამართლოს, საქმე ობიექტურად შეაფასოს"
მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს და სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის ობიექტური განხილვისკენ მოუწოდებს. ადვოკატი აბაზოვის საქმეზე 4 სექტემბერს პრესკონფერენციას გამართავს და საქმის სხვადასხვა გარემოებებზე ისაუბრებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, ბრალდება მხოლოდ ერთი მოწმის, დაზარალებულის ჩვენებაზეა აგებული და დაზარალებულის ჩვენება, საქმეში არსებულ სხვადასხვა მტკიცებულებებთან შეუსაბამობაშია. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს ამ ყველაფრის დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნია.

"დაზარალებულის ჩვენება ურთიერთგამომრიცხავი და აბსურდულია, რასაც ჩვენ
სხვადასხვა მტკიცებულებებითვადასტურებთ, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნით. მაგალითად, დაზარალებული იძახის, რომ თემურ აბაზოვმა მისცა მას ჭიქა, სადაც მოშარდვა აიძულა. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა, ავიღეთ ჭიქიდან ანაბეჭდები და აღმოჩნდა, რომ აბაზოვის კვალი, არც დნმ-ი და არც დაქტილოსკოპიური კვალი არ არის ჭიქაზე. აქედან გამომდინარე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, საქმე ობიექტურად
შეაფასოს. სხვა დეტალებზე უკვე პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.




"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები