"დაზარალებულის ჩვენება აბსურდულია - მივმართავთ სასამართლოს, საქმე ობიექტურად შეაფასოს" - კვირის პალიტრა

"დაზარალებულის ჩვენება აბსურდულია - მივმართავთ სასამართლოს, საქმე ობიექტურად შეაფასოს"

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს და სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის ობიექტური განხილვისკენ მოუწოდებს. ადვოკატი აბაზოვის საქმეზე 4 სექტემბერს პრესკონფერენციას გამართავს და საქმის სხვადასხვა გარემოებებზე ისაუბრებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, ბრალდება მხოლოდ ერთი მოწმის, დაზარალებულის ჩვენებაზეა აგებული და დაზარალებულის ჩვენება, საქმეში არსებულ სხვადასხვა მტკიცებულებებთან შეუსაბამობაშია. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს ამ ყველაფრის დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნია.

"დაზარალებულის ჩვენება ურთიერთგამომრიცხავი და აბსურდულია, რასაც ჩვენ სხვადასხვა მტკიცებულებებითვადასტურებთ, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნით. მაგალითად, დაზარალებული იძახის, რომ თემურ აბაზოვმა მისცა მას ჭიქა, სადაც მოშარდვა აიძულა. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა, ავიღეთ ჭიქიდან ანაბეჭდები და აღმოჩნდა, რომ აბაზოვის კვალი, არც დნმ-ი და არც დაქტილოსკოპიური კვალი არ არის ჭიქაზე. აქედან გამომდინარე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, საქმე ობიექტურად შეაფასოს. სხვა დეტალებზე უკვე პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

"დაუსჯელობის სინდრომი თუ შენარჩუნდა, სახელმწიფო თავზე დაგვემხობა"

მარნეულის მერი, რომელიც არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული - ვინ არის თემურ აბაზოვი?

"ინტერპრესნიუსი"