"არ ვაპირებ ვიყო კაბინეტის პრეზიდენტი" - კვირის პალიტრა

"არ ვაპირებ ვიყო კაბინეტის პრეზიდენტი"

თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ამ ქვეყანაში 28 ოქტომბერს უნდა ავირჩიოთ ერთი ადამიანი, რომელიც შევა და დაჯდება კაბინეტში, იმ ადამიანს შეუძლია არ შეწუხდეს და არ მომცესხმა, რადგან მე არ ვაპირებ ვიყო კაბინეტის პრეზიდენტი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებთნ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს მოსახლეობასთან, იცოდეს მათი პრობლემები და ეძებდის მისი გადაჭრის გზებს.

"საქართველოს არ სჭირდება კაბინეტის პრეზიდენტი, საქართველოს სჭირდება პრეზდენტი, რომელიც იქნება ხალხთან ერთად, იქნება ხალხისთვის, ეცოდინება რა უჭირს ხალხს და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხალხი იყოს უკეთ. ამის გაგებას კვანტური ფიზიკა კი არ სჭირდება, ხალხში სიარული სჭირდება, მოსმენა სჭირდება, გაჭირვების ნახვა სჭირდება, თვალი არ უნდა აარიდო გაჭირვებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ტესტი: გამოიცანი ქართველი პოლიტიკოსებიდან ვის რომელი ფრაზა ეკუთვნის?

"ინტერპრესნიუსი"