"ერთი მაგალითი მითხარით, როცა სხვა ქვეყანაში მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს - თქვე უსირცხვილოებო!"
"ერთი მაგალითი მითხარით, როცა სხვა ქვეყანაში მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს - თქვე უსირცხვილოებო!"
უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში ის მარაზმი, როცა მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ინაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს "უსირცხვილოები" უწოდა და 2004-2012 წლების მმართველობის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებისკენ მოუწოდა.

"საქართველოს 200 ათასზე მეტი მოქალაქე საქართველოს პარლამენტისგან ითხოვს შეფასდეს სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმი, თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, ეს იქნება მძიმე დარტყმა სახელმწიფოსთვის. მე ჩემი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი მადარდებს, თორემ
თქვენი საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, თქვენ თვითონვე რომ გჭამს. უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში ის მარაზმი, როცა მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს. ერთი მაგალითი მაინც მითხარით, სადაც ასეთი იდიოტობა ხდება სხვა ქვეყანაში, თქვე უსირცხვილოებო, თქვენა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესულია "პატრიოტთა ალიანსის" რეზოლუცია, რომელიც
ითვალისწინებს მიეცეს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება 2004-2012 წლების მმართველობას - სააკაშვილ-ბოკერიების დანაშაულებრივ მმართველობასა და რეჟიმს. ასევე, ინაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს მიღებული აქვს დადგენილება და დადასტურებული აქვს საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი სწორედ ამ პარლამენტმა დაადასტურა რომ გვყავს.

"ასევე, საქართველოს პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით დაადასტურა წამების ფაქტები და მკაფიოდ აღნიშნა, რომ წამების ფაქტებს ორგანიზებას უწევდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. ახლა მე გეკითხებით თქვენ უმრავლესობას, თუ პოლიტპატიმრები არსებობდნენ, წამების ფაქტებს ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი და სისტემური დანაშაული იყო ეს, მაშინ რატომ არ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები და რატომ არ უნდა გამოიკვეთონ ფიგურანტები? თუ თქვენ ის გინდათ, რომ მუდმივ რეჟიმში ამას გვაყურებინოთ, როგორ ეჟღურტულებით ერთმანეთს თქვენ და ბოკერიები? დაამთავრეთ ეს მარაზმი, ძალიან გთხოვთ. მოვუწოდებ საკონსტიტუციო უმრავლესობას, იხელმძღვანელეთ სახელმწიფოებრივი და ეროვნულიო ინტერესებიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირეთ ჩვენს რეზოლუციას. ვიციმ, რომ ერთი მზაკვრობა გაქვთ ჩაფიქრებული, გინდათ ეს რეზოლუცია გაჭიმოთ და საზოგადოებას დაავიწყოთ და როგორც მანამდე გვეუბნებოდით, რომ წარსული დაივიწყეთ, ჩაეხუტეთ დამნაშავეებს, მერე გვითხრათ, რომ არავის ახსოვს ეს რეზოლუცია. მინდა გაგაფრთხილოთ აქედანვე, რომ გაითვალისწონოთ იმ ათასობით ადამიანის განწყობა, რომელმაც ხელი მოაწერა ამ რეზოლუციას", - განაცხადა ინაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

giorgi 777
07 სექტემბერი 2018 10:51
რაც ხდება ყველაფერი ჩვენი ბრალია, ჩვენი ხალხის , ირმას თქმა რად უნდა ისედაც ყველაფერი გასაგებია.... ორივე ნაცების და ქოცებიც ამ ქვეყნის წურბელები არიან.. ორივე უნდა გადაშენდნენ და სხვა ძალა უნდა მოვიდეს ვინც სათითაოდ ყველა ჩადენილ დანაშაულზე პასუხს მწარედ აგებინებსამ ამ არამზადებს. ისენი მწამებლები მკვლელები, ნაგლები, ესენი ქონებაზე და თანამდებობაზე გადაყოლილები ქვეყანაზე არავინ ფიქრობს ხალხი არავის აინტერესებს., მარტო მე.....ყველა მკვლელი ყველა დამნაშავე უნდა იჯდეს ... ესენი კიდევ აქეთ ასამართლებენ და სამართალზე გვესაუბრებიან.... პრეზიდენტობაც ყველას უნდა სად ნახეს ზურაბიშვილი? მეტი არავინაჰყავთ? მეტი ჭკვიანი?... ნაცები კი თურმე ვაშაძე ჰყოლიათ გადამრჩენელი... აი ესა ვართ სულ.....
ალექს
06 სექტემბერი 2018 17:02
მედია სივრცის სიყვითლე და საფუძველს მოკლებული ტაშფანდური,როცა ორი "ექს ნახრეტიანი" ეროვნული აგური გაქვს თავში საცემი თუღა იპოვნით ნაგავსაყრელზე ან ძველ შენობას გამოაცლით წინაპრის ნაშენი კედლიდან , ნებისმიერ რეჟიმულ სისტემას ახასიათებს!
ეს ზერელობა და ქარაფშუტობა სიმართლისათვის თვალის გასწორების შიშისაგან მოდის ,სიმართლე კი ისაა რომ კომპარტიამ რევანში ნაცქოცმოქკავშირის უგვანო ფორმით მოახერხა,თვითარჩეულებმა თვითდაგასაქმეს და მდარე სანახაობით გადაფარეს რაჟიმის გახანგძლივება,წაიკითხეთ ნეფედოვის ნეკროლოგის ქვეშ ხელმომწერთა გვარები ,ნეკროლოგი კომპარტიისა უნდა გამოქვეყნებულიყო და ხელი თქვენ უნდა მოგეწერათ 1991 წელს ,დღემდე ბოლშევიკებს უკმევთ საკმეველს !
რეჟიმი გაგრძელდა,ის რუსულიდან ნათარგმნ და უთარგმენელ ყოველდღიური ცხოვრების წესებში და მართვის ტრადიციებშია ,კოდექსებში და კანონებშია გაწერილი,მათ შორის კონსტიტუციაში,რომელიც ზეპირად მოაყოლინეთ კობახიძეს წითელ კუთხეში , არ წაგიკითახავთ,არ შეგიდარებიათ წინაპრების დაწერილ ნააზრევ წინამორბედ კონსტიტუციასთან,არ გაგიაზრებიათ რა წესით ცხოვრობდნენ და შრომობდნენ,იბრძოდნენ ისინი,რა წესით ცხოვრობთ თქვენ ,ვის ემონებით ,ვის ეწინააღმდეგებით ,ვის ირჩევთ ,ვის უსმენთ ილიას ნაცვლად ,ვის უყურებთ ,ვის ჭკუაზე დადიხართ დავითის შთამომავლები ,ვის აძარცვინებთ თავს ,რას იძახით და რას აკეთებთ! ერთია თქვენი ნათქვამ ნაკეთები,თუ სხვადასხვაა ,როგორც ყოველთვის ბოლო ასი წელია და უკუნისი უკუნისამდე ასე გინდათ ?
ასე არ გექნებათ ნათელი ,იქნებით უკუნში ,დაელოდებით არა სხვისი,მაგრამ თქვენნაირის გაძარცვის რიგი როდის მოგიწევთ,საკუთარ თავს გაუპროტესტეთ თქვენივე უთავობა ,თავი ვისაც აქვს აქეთ გძარცვავთ უთავოებს ? !


კახაბერი
06 სექტემბერი 2018 13:54
გასაგებია და მართლაც აუცილებელი მაგ პერიოდის შეფასება, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, თუმცა საინტერესოა, 1991-2004 წლწების შეფასებას რატომ არ ითხოვს, არაა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი? სამხედრო გადატრიალება და ქვეყნის მიზანმიმართული განადგურება უნდა შერჩეთ იმ პერსონებს? თავად ხომ არ მონაწილეობდა "იმ ამბებში"? და მერე პატრიოტის პრეტენზია აქვს - "უნდა აღსრულდეს სამართალი გინდაც დინგრეს ქვეყნიერება" -მხოლოდ ნაცების პონტში ახსოვს და თავისი ცოდვები საქართველოს წინაშე გამოისყიდა?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები