ჰელინ ზომერი: "ქართველები ჩვენი ვიზიტით იმედგაცრუებულნი დარჩნენ"
ჰელინ ზომერი: "ქართველები ჩვენი ვიზიტით იმედგაცრუებულნი დარჩნენ"
აზრებაიჯანულ გამოცემაში «Азербайджанские известия» გამოქვეყნდა  ინტერვიუ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატ ჰელინ ზომერთან, სათაურით:  "ქართველები ჩვენი ვიზიტით იმედგაცრუებულნი დარჩნენ".

ინტერვიუში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი (ფრაქცია "მემარცხენეები") ჰელინ ზომერი, რომელიც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში ვიზიტის დროს კანცლერ ანგელა მერკელის დელეგაციის შემადგენლობაში იყო, საუბრობს საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში ყოფნის შთაბეჭდილებებზე. აქვე ვიტყვით, რომ ჰელინ ზომერი ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეც გახლავთ.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- ქალბატონო ჰელინ, თქვენი აზრით, კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტი
ნიშნავს თუ არა იმას, რომ გერმანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისაკენ შემობრუნდა და გააქტიურდა?

- არა, მე ამის არ მჯერა. ანგელა მერკელს პოლიტიკური გაბედულება არ აქვს, იგი ისევ ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობისა" და ასოცირების ხელშეკრულებების ჩარჩოებში მოქმედებს. სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ მას საკუთარი კონცეფცია და პროგრამა არ გააჩნია.
კანცლერი ამჟამად არსებული ჩარჩოების გარეთ არ გამოდის.

- სამხრეთ კავკასიაში აქტიურობას ამჟღავნებენ მსოფლიოსა და რეგიონის სახელმწიფოები - რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ირანი, თურქეთი, ჩინეთი... თქვენი აზრით, აქვს თუ არა გერმანიას პოლიტიკური შანსი სამხრეთ კავკასიაში თავისი ყოფნის განმტკიცების მიზნით?
- ჩვენთვის სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს, უპირველესად, ენერგეტიკა ასრულებს. სწორედ ამ დარგში სურს გერმანიას თავისი ადგილის განმტკიცება, მაგრამ ბერლინი ამას მარტო კი არ აკეთებს, არამედ ევროკავშირისა და სამხრეთის გაზის დერეფნის ჩარჩოებში. ბუნებრივია, გერმანულ კომპანიებს სურთ, რომ ახალი ეკონომიკური სივრცეები გახსნან და აითვისონ. სწორედ ამიტომ ვიზიტის დროს ჩვენთან ერთად მათი წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ამასთან, ანგელა მერკელი საკმაოდ პრაგმატულად, "საღი და ფხიზელი თვალით" უყურებს გერმანიის პოლიტიკურ შესაძლებლობებს რეგიონში. მან თქვა, რომ ვიზიტის მიზანი იყო გერმანიის ურთიერთობის გამოცოცხლება სამ ქვეყანასთან.

- პირველი სახელმწიფო, რომელსაც გერმანიის დელეგაცია ეწვია, საქართველო იყო. რამდენად მაღალი იყო ქართველთა მოლოდინი ამ ვიზიტის მიმართ?
- მე ვიტყოდი, რომ ქართველები ჩვენი ვიზიტით იმედგაცრუებულნი დარჩნენ. როგორც ჩანს, საქართველო ელოდა, რომ ბუნდესკანცლერი მხარს დაუჭერდა ამ ქვეყნის ნატოში გაწევრებასა და ალიანსში მისი მიღების კონკრეტულ თარიღს იტყოდა. თბილისს ანალოგიური მოლოდინი ჰქონდა ევროკავშირში მიღების პერპექტივასთან დაკავშირებითაც, ანგელა მერკელმა კი საქართველოს ასეთი მაღალი იმედები არ გაამართლა.

ჩვენ გვქონდა შეხვედრები ქართველ დეპუტატებთან, რომლებმაც საუბრის დროს ღიად გამოხატეს თავიანთი იმედგაცრუება ანგელა მერკელის მიმართ. თუმცა უნდა ითქვას, რომ კი, ერთი მხრივ, ქართველები კანცლერის თავშეკავებულ განცხადებებს ნატოში და ევროკავშირში გაწევრების საკითხში კრიტიკულად შეხვდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველომ გერმანიის დიდი მხარდაჭერა მიიღო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით. მთლიანობაში მიმაჩნია, რომ საქართველოს მოლოდინი ზედმეტად გადაჭარბებული იყო და ბუნდესკანცლერმა ქართველების იმედები გააწბილა.

- დარჩა თუ არა საქართველო კმაყოფილი გერმანიის პოზიციით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით?
- რაც შეეხება სეპარატისტულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, საქართველომ კარგად იცოდა, რომ გერმანია მის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და ამ საკითხს ეჭვქვეშ არ აყენებს. რა თქმა უნდა, გერმანიის პოზიციას სწორად ვთვლი და მხარს არ ვუჭერ ამ ორი რეგიონის ცალმხრივ სეცესიას.

- თქვენი აზრით, როგორ შეუძლია გერმანიას სამხრეთ კავკასიაში თავისი საგარეო პოლიტიკის გაუმჯობესება-გააქტიურება?
- მოდით, ილუზიები ნუ გვექნება: თქვენც კარგად იცით, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი, თავისი მრავალრიცხოვანი პრობლემებით, მათ შორის საქართველოს სეცესიური კონფლიქტებით და სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებით, დაძაბულობის ლატენტურ კერას წარმოადგენს. ჩემთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ არასტაბილური ქვეყნების ფონზე გერმანია იარაღის ექსპორტით სიტუაციას კი არ ანეიტრალებს, არამედ უფრო ამწვავებს. მე მინდა, რომ ბერლინმა წინდახედული საგარეო პოლიტიკა გაატაროს და შეეცადოს სიტუაცია მშვიდობიანად დაარეგულიროს.

მოამზადა სიმონ კილაძემ
qutaiseli
08 სექტემბერი 2018 21:21
დდ შენ თუ ტვინი არგაქ ეს რუსის ბრალი როგორარი? ოპა.ეს უკვე ახალი ნარატივია რაღაც სოროსულ კრიმანჭული.ტვინი მართლა არგვაქ თორე კარგა ხნის აყვავებული და დალაგებული იქნებოდა ეს ქვეყანა გარედან როარ იმართებოდეს ყველა ხელისუფალი და მათხოვარივით ხელგაშლილი არ დადიოდეს უსაქმურად თასვის კუჭისთვის.
გთხოვთ, არ დაბლოკოთ.
08 სექტემბერი 2018 05:12
ასეთი ტვინით, ევროკავშირში ვინ შეგიშვებს. ჩვენ რომ ტვინი არა გვაქვს, ისევ რუსების ბრალია. აბა დაუფიქრდით, თუ არა ვარ მართალი. ღობე, ყორეს არეულები, რა გვინდა არ ვიცით. სამაგიეროდ, დამრიგებლებმა კარგად იციან, რაც უნდათ.
პოსეიდონი
07 სექტემბერი 2018 08:55
სურათზე მშვენივრად გამოიყურება ჰელენი)).დავიჯერო მართლა "დას ის ფანტასტიშ"?!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები