"ყველა ზესიძედ როგორ მოდის ამ საქართველოში? რა უბედურებაა..."
"ცხოვრების გამოცდილებაც მაქვს და არც პატარა ბიჭი ვარ, რომ არ ვიცოდე რას ვაკეთებ, ბიზნესი მაქვს, ხალხიც მყავს დასაქმებული და ხელფასებსაც ვუხდი. გულით ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ხალხისთვის ბევრი რამის გაკეთება შემიძლია", - გვითხრა პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ბესარიონ (ბესო) თედიაშვილმა, ის ყველასთვის საყვარელი სპორტსმენის, ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის ვაჟია:

ბესო თედიაშვილი:
- რომ შევხედე, რომ "ქართული ოცნება" არ აყენებდა თავის კანდიდატს და ასევე ვნახე კანდიდატები, რომელთაც სურთ პრეზიდენტობა,
პირდაპირ გეტყვით, ნერვები მომეშალა - ჩემთვის ვთქვი, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, რითი მჯობიან ეს კანდიდატები, რომელთა ერთადერთი მიზანი მხოლოდ ხელისუფლებაში
მოსვლაა-მეთქი, მივხდი, ჩვენ ქვეყანას მომდევნო ხუთი წელი დაპირისპირება და გაიწი-გამატარე ელოდა, ამიტომაც გადავწყვიტე ვუთხრა ჩემ ხალხს, რაც გულში მაქვს.

ეს ჩემი სლოგანიც "ეს ქვეყანა ჩვენია"
- ჩემი გადაწყვეტილების პირველივე წუთებში დაიბადა...

პრეზიდენტს არ სჭირდება რაღაც უფლებამოსილებები. შენ თუ შეძელი მთავრობასთან საერთო ენის გამონახვა და ამ ორმა ინსტიტუტმა ერთად იფუნქციონირა, მჯერა რომ ყველაფერი გამოვა. დარწმუნებული ვარ, ამ კანდიდატებს ერთი მაღაზია რომ ჩააბარო, ერთ კვირაში გააკოტრებენ და ქვეყნას რას უზამენ, წარმომიდგენია... (იხილეთ ინტერვიუ სრულად)
............
08 სექტემბერი 2018 12:05
ნეტავ სხვა ქვეყნებშიც ამდენი პრეზიდენობის კანდიდატები არიან?
შორენა კორტავა
08 სექტემბერი 2018 07:11
ბესო თედიაშვილი მარტო ლევანის შვილი რომ არის და ნამდვილი ქართველი განათლებული და თავის საქართ ელოზე შეყვარებული.და როგორც ზოგიერთი თქმისა უდიდესი სპორტსმენის ლევან თედიაშვილის შვაჟობაც საკმარისია ვინემ სალომე ზურაბიშვილი.
თენგო
08 სექტემბერი 2018 01:17
სალომე არაა ის ადამიანი ვისაც ხმას მისცემს საქართველო.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები