"ყველა ზესიძედ როგორ მოდის ამ საქართველოში? რა უბედურებაა..." - კვირის პალიტრა

"ყველა ზესიძედ როგორ მოდის ამ საქართველოში? რა უბედურებაა..."

"ცხოვრების გამოცდილებაც მაქვს და არც პატარა ბიჭი ვარ, რომ არ ვიცოდე რას ვაკეთებ, ბიზნესი მაქვს, ხალხიც მყავს დასაქმებული და ხელფასებსაც ვუხდი. გულით ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ხალხისთვის ბევრი რამის გაკეთება შემიძლია", - გვითხრა პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ბესარიონ (ბესო) თედიაშვილმა, ის ყველასთვის საყვარელი სპორტსმენის, ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის ვაჟია:

ბესო თედიაშვილი:

- რომ შევხედე, რომ "ქართული ოცნება" არ აყენებდა თავის კანდიდატს და ასევე ვნახე კანდიდატები, რომელთაც სურთ პრეზიდენტობა, პირდაპირ გეტყვით, ნერვები მომეშალა - ჩემთვის ვთქვი, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, რითი მჯობიან ეს კანდიდატები, რომელთა ერთადერთი მიზანი მხოლოდ ხელისუფლებაში

მოსვლაა-მეთქი, მივხდი, ჩვენ ქვეყანას მომდევნო ხუთი წელი დაპირისპირება და გაიწი-გამატარე ელოდა, ამიტომაც გადავწყვიტე ვუთხრა ჩემ ხალხს, რაც გულში მაქვს.

ეს ჩემი სლოგანიც "ეს ქვეყანა ჩვენია" - ჩემი გადაწყვეტილების პირველივე წუთებში დაიბადა...

პრეზიდენტს არ სჭირდება რაღაც უფლებამოსილებები. შენ თუ შეძელი მთავრობასთან საერთო ენის გამონახვა და ამ ორმა ინსტიტუტმა ერთად იფუნქციონირა, მჯერა რომ ყველაფერი გამოვა. დარწმუნებული ვარ, ამ კანდიდატებს ერთი მაღაზია რომ ჩააბარო, ერთ კვირაში გააკოტრებენ და ქვეყნას რას უზამენ, წარმომიდგენია... (იხილეთ ინტერვიუ სრულად)