"დაასახელოს მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატი, გამოიყვანონ თავიანთი ფალავანი და დავეჭიდებით"
07-09-2018
"დაასახელოს მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატი, გამოიყვანონ თავიანთი ფალავანი და დავეჭიდებით"
მივმართავ მმართველ პარტიას, მორჩნენ ამ საკმაოდ მდარე ხარისხით შესრულებულ სპექტაკლს, რაც არ ეკადრება ქვეყანას და დაასახელონ თავისი კანდიდატი, - ამ შეთავაზებით მიმართავს საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი მმართველ გუნდს.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველ პარტიას 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არანაირი სტრატეგია არ გააჩნია, ამიტომ, მათ საკუთარი კანდიდატის დასახელებისკენ მოუწოდებს.

"მმართველი პარტიის სტრატეგია როგორ შევაფასო, როცა სტრატეგია არ აქვთ, ხედავთ სტრატეგიის ნასახს ამ არჩევნებში? თუ უნდათ ვითომ სახელმწიფოს მშენებლობა გააგრძელონ, რომ კვლავ
ვითომ დამოუკიდებელი, ვითომ პრეზიდენტი გვყავდეს, ეს არ არის სტრატეგია. ეს არის ცუდი საქმის კეთება. მივმართავ მმართველ პარტიას, ერთი დღე კიდევ დარჩათ, მორჩნენ ამ საკმაოდ მდარე ხარისხით შესრულებულ და ისეთ რამეს, რაც არ ეკადრება ქვეყანას - ეს სპექტაკლი. დაასახელონ თავისი კანდიდატი, გამოიყვანონ თავიანთი ფალავანი და დავეჭიდებით.
ერთი დღე კიდევ აქვთ დარჩენილი, გადადგან ნაბიჯი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატი ამ არჩევნებზე არ ჰყავს. პარტიაში აცხადებენ, რომ მხარს რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ, თუმცა ჯერ უცნობია ვინ იქნება ეს კანდიდატი.
ალექს
08 სექტემბერი 2018 07:05
ამხანაგო თანამემამულენო,ბატონ პრეზიდენტს ვირჩევთ ,ქალბატონსაც,მმართველი მემამულე კი აშკარად გვეუბნება ვის აირჩევთ, მანაღვლეთო !
არსებული რეჟიმი ასი წლისაა,მის ავტორებსაც არ ანაღვლებდათ ვის აირჩევდა წითელი ყმამონა სამზარეულოში,ვისაც თავად "გააპრეზიდენტებდნენ" ცესკოსა და მსგავს რაც ერქვა იმ დროს იმ კუხნიაში ,იმას დაგისვამდნენ ტელედარბაზში,ამხანაგო ტელერადიოდამოკიდებულებო, აბა სამზარეულო რა მაგათი საკადრისია ,პრავდა იშვა ისკრიდან და გადაბუგა თავისუფლების კორომი !
უსუფას ბიჭმა იცის ეს მბუგავი კუხნია როგორია !
არავისთან დაჭიდებას არ აპირებს ,ჩოქბჯენშია დაბადებიდან ,მემამულეთა ყმამონად იშვა !
თანამოყმენო ,გადით სამზარეულოდან,მოშორდით ტელერადიო ბანგოთერაპიის წყაროს,აბა ინფოწყაროა ?!
არა,ბანგია ,ბანგი,ნუ ეწაფებით ,უამრავი საღი წყარო გვაქვს ჩვენს მამულში ,დაეწაფეთ მათ !
...
07 სექტემბერი 2018 14:48
ჩვენ დაჭიდება არ გვაინტერესებს თქვენ არაფერი გაკლიათ არც ცხოვრება არც ქეიფი არც გულაობა ჩვენ გვინდა ცხოვრების დონე ცოტა გააუმჯობესოდ რომელი ქვეყანაა ჩვენსავით რო ცხოვრობდეს საითაც გავიხედავ ყველას აქედან წასვლა უნდათ ჩვენ პრეზიდენტს ვირჩევთ მან რო დრო ატაროს იგულავოს და კარგი მომავალი გაიკეთოს როგორც მარგველაშვილმა ჩვენ გვინდა ჩვენი ცხოვრებაც გაუმჯობესდეს ისე არჩევნებზე წასვლას რა აზრი აქვს

რედაქტორის რჩევით