რატომ არ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ნინო ბურჯანაძე?
08-09-2018
რატომ არ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ნინო ბურჯანაძე?
"დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ განცხადება ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ბურჯანაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ფარსს უწოდებს და აცხადებს, რომ ის არ აპირებს, საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად "ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას". ნინო ბურჯანაძის თქმით, ის დღეიდან საკუთარ გუნდთან ერთად მოემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის .

"ძვირფასო თანამემამულენო, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საზოგადოება გააქტიურდეს. მათ შორის ხმა ამოიღონ იმ
ადამიანებმა, რომელთა გაჭირვებასაც დღევანდელი ხელისუფლება და მილიარდერი ივანიშვილი არჩევნებზე 20 და 50 ლარად აფასებს. შევქმნი ძალას, რომელიც არ დაუშვებს საპარლამენტო არჩევნების ასეთ გარემოში ჩატარებას და ივანიშვილის მონა პარლამენტის მიღებას. მე შევქმნი ძალას, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას ან შეცვალოს საარჩევნო გარემო და ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები, ან მოშორდეს
ხელისუფლებას. მე შევქმნი ასეთ ძალას, დიახ, ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას. ოღონდ ამისათვის, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია ის, რომ საზოგადოება ამ ბრძოლისთვის მზად იყოს და დაგვიდგეს გვერდში", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ მას ბევრი თანამოაზრე და მხარდამჭერი ჰყავს.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, ბევრი მისი გულშემატკივარი ფიქრობდა, რომ მას საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი უნდა ეყარა.

"ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ ივანიშვილის მიერ დადგმულ ფარსში მონაწილეობის მიღებას და ჩემი თანამოაზრეების ამ ფარსში ჩართვას. დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებისათვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთვის არა იმ მიზნით, რომ საკუთარი სურვილები და ინტერესები განვახორციელოთ, როგორც ამას დღევანდელი ხელისუფლება და ივანიშვილი აკეთებს, არამედ ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძოლებთ იმ მიზნით, რომ შევცვალოთ ის დამამცირებელი ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც დღეს ქვეყანაში ჩამოყალიბდა. უნდა დავუბრუნო ჩემს ქვეყანას ღირსება და ნორმალური განვითარების პერსპექტივა. ამისთვის აუცილებელია ეს ფარსი გავატაროთ ჩვენი მონაწილეობის გარეშე, რომ არ ფარსში მონაწილეობა არ მივიღოთ და ვიბრძილოთ იმისთვის, რომ დღეიდან შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც ქართველი ერის ამ დამცირებას ბოლოს მოუღებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი - პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმებულია.

"სამწუხაროდ, ამ ინსტიტუტის მიზანმიმართულ ნგრევაზე საზოგადოებას პროტესტი არ გამოუხატავს. საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა, რომ აღნიშნული ქვეყანას ასუსტებდა და მხოლოდ ოლიგარქის ძალაუფლებას აძლიერებდა, მხოლოდ ერთი კაცის ინტერესებს ემსახურებოდა და არა საზოგადოების და ხალხის. დღეს ქვეყნის გადარჩენას უმნიშვნელოვანესი სისტემური ცვლილებები სჭირდება. ამ სისტემური ცვლილებების განხორციელება ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობლემის მოგვარებაზე გავლენის მოხდენა დღევანდელ პრეზიდენტს, მის ხელთ აღარ არსებული ბერკეტების გამო არ შეუძლია. პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს არის არა ქვეყნის, არამედ ივანიშვილის სურვილების განხორციელების სიმბოლო. ემსახურება ერთი ადამიანის და მისი ახლობლების კომფორტულ გარემოში ცხოვრებას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

sergo
09 სექტემბერი 2018 13:07
ქალბატონო ნინო სამწუხაროა რომ ბევრმა არ იცის სჰენი ფასი. რაც სჰეეხება წარმოდგენილ კანდიდატებს ამატ უმრავლსობას მარტო სკამი ან სახელი აინტერესებტ.
Luka
09 სექტემბერი 2018 12:57
Hmebs verc saprezidento da verc saparlamento archevnebshi miigebs da saertod misi rusi patronis dgeebic chans rom datvlilia. Ase rom dadga dro katletebisa da ajafsandalis keteba gaixsenos da halhis dabolebas tavi daanebos.
ბერდია
08 სექტემბერი 2018 21:53
იცის, რომ ხმებს ვერ მიიღებს და ფარსს იმიზეზებს. ბევრი მომხრე რომ ეგულებოდეს, „ფარსი" ვერ შეაშინებდა. ისე საინტერესო კი იქნებოდა მისი შედეგი.

რედაქტორის რჩევით