კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს
08-09-2018
კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ლატვიის გუნდთან შეხვედრის წინ გულშემატკივრებს მიმართა.

"ხვალ, ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სასურველი შედეგით ჩატარებული მატჩი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტის საწინდარი შეიძლება გახდეს. თუ ეს წარმატება გვინდა, თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ- პოლიტიკური პოზიციაც, კომფორტაციის თუ პროვოკაციის სურვილი. ყველაფერი ის, რაც სპორტისგან, ფეხბურთისგან შორს არის და არეულობის, სირცხვილის მომტანია. დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთობა და
ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე გულშემატკივრებს მოუწოდა, ჩაიცვან ნაკრების მაისურები და ქართული დროშა ააფრიალონ.

"მგონია, რომ არავის ეპატიება და არც არავინ უნდა იკადროს პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში, პირიქით, დავანახოთ მსოფლიოს არა ერთმანეთის გაუცხოება და შუღლი, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი
ქომაგობა. მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვალინდელ მატში. მგონია, რომ ბევრი ადამიანი მოვა თამაშზე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ხვალინდელ შეხვედრაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართება. როგორც ცნობილია, "ქართული მარში" და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით