პრეზიდენტობის 46 მსურველიდან ვის დაუჭერს მხარს "ქართული ოცნება"?
09-09-2018
პრეზიდენტობის 46 მსურველიდან ვის დაუჭერს მხარს "ქართული ოცნება"?
8 სექტემბერს, 18 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატთა განაცხადების მიღების პროცესი დასრულდა. ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით რეგისტრაციის 46-მა მსურველმა მიმართა.

მისივე ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატებმა ცესკოში მხარდამჭერთა ხელმოწერები 18 სექტემბრამდე უნდა მიიტანონ, რომელთა რაოდენობაც 25 923-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

"ცესკოს საარჩევნო სუბიექტობის 46-მა მსურველმა მომართა. მათგან 26 წარმოდგენილია საინიციატივო ჯგუფის მიერ, ხოლო დანარჩენი 20 წარადგინა პოლიტიკურმა პარტიებმა. კანონმდებლობის თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერ ამომრჩევლთა
ხელმოწერები წარმოდგენილი უნდა იყოს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა, რაც არის 18 სექტემბერი. წარმოდგენილ ხელმოწერებს საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური შეამოწმებს. იმ შემთხვევაში, თუკი ხარვეზი იქნება დადგენილი, მის გამოსასწორებლად შესაბამის საინიციატივო ჯგუფსა და პარტიას აქვს ორდღიანი ვადა. ამის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური ისევ შეამოწმებს წარმოდგენილ ხელმოწერებს.
კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 28 სექტემბერი", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

9 სექტემბერს, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. სხდომას სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

"პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება 9 სექტემბერს და პოლიტსაბჭო იმსჯელებს კანდიდატთან დაკავშირებით. ჩვენი მხარდაჭერა იქნება ფართო, მათ შორის ჩვენი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას იმ ღონისძიებებში, რომელიც დაიგეგმება. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, იქნება მოწოდება შემომწირველების მიმართ, რომ ის ფინანსები, რომელიც მიემართებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, წარიმართოს სწორედ დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ შექმნილ ფონდში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

კულუარული ინორმაციით, მმართველი ძალის რჩეული სალომე ზურაბიშვილი იქნება.



რეზო
09 სექტემბერი 2018 19:43
ვის და ყველაზე უღირსს, რომელიც მარტივად დაემონება ბიძინს.
გოჩა
09 სექტემბერი 2018 19:09
მსუბუად რომ ვთქვათ ერი ავად არი.46 კანდიდატი,46 იო.ამას ავადმყოფობაც არ ქვია,ამას რაც ქვია ვერ დავწერ..
a
09 სექტემბერი 2018 13:03
იმედია სულ მალე აღარავის აღარ დააინტერესებს ბიძინა ვის დაუჭერს მხარს. ქართული ოცნება კი არა ჩვენ გვყავს ბიძინა და მისი ფულის და ძალაუფლების გარშემო გაერთიანებული გაუგებარი ხროვა. შემოკლებით ძალიან კარგად გამოხატავს ამ ხროვის არსს სიტყვა ქოცი. თავის თავში გულისხმობს გაუნათლებელ, უაზროდ ამბიციურ, უკულტურო, ზარმაც, შურიან, ბოღმიან, განუვიტარებელ არარაობას, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში საქართველოს გარდა იქნებოდა არარეალიზებული. ერთადერთი ადგლი სადაც ესეთი ტიპის ადამიანები ყოფნაა მისაღები არის ქართული მანკიერი სუფრის პრაქტიკა სადაც ვერცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ გაძლებს. საბოლოო ჯამში გვაქვს ის რასაც იმახურებს ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი, მირე ნაწილმა რა დააშავა თორე კი. დემოკრატიაც ესაა ჩვენ თავს დავაბრალოთ.

რედაქტორის რჩევით