ავტოავარიის შედეგად აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ავტოავარიის შედეგად აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია გარდაიცვალა. ავარია ფსოუ-ენგურის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ВАЗ-2199-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა 22 წლის თარსმან ჰაჯარათმა სამთავრობო კორტეჟს გზა არ დაუთმო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას მართვის მოწმობა არ ჰქონდა, საჭესთან კი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე 70 წლის გენადი გაგულია მიმდინარე წლის 24 აპრილს დაინიშნა.