"ივანიშვილი "ოცნებაში" დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის გაძლიერების საშუალებას არავის აძლევს,ზურაბიშვილის მხარდაჭერაც ამიტომ გადაწყდა"
"ივანიშვილი "ოცნებაში" დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის გაძლიერების საშუალებას არავის აძლევს,ზურაბიშვილის მხარდაჭერაც ამიტომ გადაწყდა"
ფოტო:სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი
"ქართულ ოცნებაში" არსებულ დაჯგუფებებში ლიდერობა ვერავინ მოიპოვა და საკუთარი კანდიდატის გაყვანაც ვერც ერთმა ვერ მოახერხა"

8 სექტემბერს 18 საათზე ამოიწურა საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა. ამ ეტაპზე პრეზიდენტობის სურვილი 46 პირს აქვს, მათგან 23 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, ხოლო დანარჩენი პოლიტიკურმა პარტიებმა. დარეგისტრირებულ პირებს სავალდებულო ხელმოწერების წარდგენისთვის დრო 18 სექტემბრამდე აქვთ. "ქართულმა ოცნებამ" დაპირებისამებრ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელა და  როგორც მოსალოდნელი იყო მხარდაჭრა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.
ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ დაასახელა
საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანდიდატს, რომელსაც მხარს დაუჭერენ, ექნება ფინანსური, პიროვნული თუ საორგანიზაციო მხარდაჭერა, შეიძლება დემოკრატიის განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს, როგორც თავად ცდილობენ ამის წარმოჩენას?

ამ საკითხზე "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე სუბრობს, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- თუ არჩევნებში მთელი თავისი რესურსით
გეგმავდა მონაწილეობას, მაშ, რატომ არ დაასახელა სახელისუფლებო ძალამ საკუთარი კანდიდატი?

- ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს არა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვით, არამედ იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაჯგუფებებში ლიდერობა ვერავინ მოიპოვა და საკუთარი კანდიდატის გაყვანაც ვერც ერთმა ვერ მოახერხა. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ცდილობს ერთ დონეზე ჰყავდეს ყველა ჯგუფი და გავლენის მოპოვების საშუალებას არავის აძლევს, რათა ვითარება პარტიაში ადვილად მართოს. ვინაიდან პირველობის უფლება არც ერთ ჯგუფს არ ეძლევა, წინასაარჩევნოდ გაჩნდა პრობლემა - თუ კანდიდატი დასახელდებოდა ერთი რომელიმე ჯგუფიდან, ეს იქნებოდა მისი დაწინაურების მაჩვენებელი, ამიტომაც მოძებნეს ასეთი გამოსავალი - კანდიდატურას არ დავასახელებთ და ნეიტრალურ კანდიდატს დავუჭერთ მხარსო.

როდესაც ასეთი დაპირისპირებაა პარტიაში, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება გასაკვირი არ არის. რა თქმა უნდა, ამას საჯაროდ ვერ იტყვიან, ხომ არ აღიარებენ, რომ პარტიაში დაჯგუფებებია, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან პირველობისთვისო. ამიტომაც გადააბრალეს დემოკრატიის განვითარების კეთილშობილურ სურვილს. ეს არის "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების მთელი ანატომია. ზურაბიშვილი არის ზოგადად, "ქართული ოცნების" კანდიდატი, მაგრამ არ ეკუთვნის არც ერთ დაჯგუფებას.

არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც აწყობს "ქართულ ოცნებას" ზურაბიშვილის კანდიდატურა. საქმე ის არის, რომ ის ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო სავარძელს არ გამოიყენებს იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შექმნას და მისი ლიდერი გახდეს. ეს არ გააკეთა არც გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა "ქართულ ოცნებას" ამის ძალიან ეშინოდა. მოკლედ, მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ამის ალბათობა და ხიფათი ზურაბიშვილისგან არ დაემუქრებათ.

აქვე ვიტყვი, რომ დაპირისპირებები და პირველობისთვის ბრძოლა "ქართულ ოცნებაში" არსად გაქრება და მოგვიანებით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გამძაფრდება.
...

- ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის შემთხვევაში შესაძლოა "ქართულ ოცნებას" მარგველაშვილზე მეტი პრობლემა შეუქმნასო.
- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილი უფრო მართვადი იქნება, ვიდრე მარგველაშვილი. ის საკმაოდ "რთული" პოლიტიკოსია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ზურაბიშვილი, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, რისიც "ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტად ეშინია, ისეთი პრეზიდენტი არ და ვერ იქნება, ანუ ოპოზიციური ძალების ლიდერი. მას ჰქონდა ამის შანსი, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წავიდა და შეეძლო ოპოზიციის უპირობო ლიდერად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ეს ვერ შეძლო, მერე კი საერთოდ წავიდა ქართული პოლიტიკიდან და ქვეყნიდან. მან თავისი შანსი 13 წლის წინ გაუშვა... ჩემი აზრით, დღეს ზურაბიშვილი უფრო დიდ და რთულ პოლიტიკურ თამაშს ვერ შეძლებს და არც მოისურვებს.

მკითხველის კომენტარი (9)
Bolnisi
12 სექტემბერი 2018 09:57
Mkvlrlrbi agar unda taroshobdnen saqartveloshi amogvivida kelshi mati klanuri martveloba esaa dgevandeli ocneba
qutaiseli
11 სექტემბერი 2018 11:21
პირველივე ტურში მოიგებს ზურაბიშვილი ხოლო ოპოზიცია ქვეყანაში უბრალოდ არარსებობს.არსებობენ ყოფილები ანუ ხელმოცარულები და უფრო უარესები.მოსახლეობას რაც ჭირდება მას ამას არცარავინ პირდება.იმიტომ რომ ყველა ერთი მენტალობისაა. და მათთვის ძალაუფლება და მაყუთია მთავარი.
ალექს
11 სექტემბერი 2018 06:47
სამწუხაროდ ,არც შპს-ს მართვა არ იცის !
qutaiseli
10 სექტემბერი 2018 18:58
ოცნებას არავის ეშინია რადგან მას დღეს არ ყავს ოპოზიცია.საერთოდაც პოლიტიკური ველი მოსუფთავებულია და 2024 წლამდე არაფერი შეიცვლება.
mdaa
10 სექტემბერი 2018 18:22
1991-92 წლებში,სამხედრო პუტჩის შემდეგ,ქალბატონი სალომე და მისი მეუღლე ბატონი კაშია,ევროპას ამცნობდნენ,როგორ მოხდა ფაშიზმის დამხობა,დემოკრატი სიგუა-კიტოვანი-ჟაბა იოსელიანის მიერ.მათმა და არამარტ მათმა გამყიდველურმა პროპაგანდამ შედეგად მოიტანა ის რომ ბატონი ზვიად გამსახურდია არცერთმა ქვეყანამ არ მიიღო და არ მისცა პოლიტიკური თავშესაფარი,ივანიშვილი თავის ოცნებასთან ერთად იგივე აზრისაა,ამიტომაა მიჩქმალული ბატონი ზვიადის დამსახურება, 9 აპრილს თავისუფალი საქართველოს გამოცხადების ფაქტი!!!
პატრიოტი
10 სექტემბერი 2018 17:27
საქართველოში ხარობს აკაცია და სხვა ქვეყნიდან მოსული უცხო ადამიანი
...
10 სექტემბერი 2018 12:02
ჩვენ გვინდა ისეთი პრეზიდენტი რომელიც იზრუნებს ტერიტორიების დაბრუნებაზე და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე აბა რაში გვაინტერესებს პრეზიდენტის აქეთ იქით სიარული
lili
10 სექტემბერი 2018 11:56
ამ ქალს ისედაც არ უჭერდნენ მხარს ქართველი ხალხი, ახლა საერთოდ არავინ გაიხედავს ტყუილად აქვს ბიძინას იმედი.
NNN
10 სექტემბერი 2018 11:39
სოციალური ფონი ქვეყანაში ძალიან მძიმეა, მმართველი პარტიის რეიტინგი ძალიან დაბალი, ამიტომ გაუჭირდა ოცნებას საკუთარი კანდიდატის წამოყენება, რომლის მიმართაც იქნებოდა ძალიან დიდი პრეტენზიები და უარყოფითი მესიჯები, ამიტომ დააყენეს ვითომ ნეიტრალური თოჯინა კანდიდატი, რომლის ძირითადი სლოგანი არის, ომი მიშამ დაიწყო, ეხლა მთელი საზოგადოების ყურადღება და ენერგია გადატანილი იქნება, იმის გარკვევაზე, ვინ დაიწყო ომი, რაც ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება, მაგრამ ეტყობა ეს სრულებით არ აღელვებთ ოცნებაში, მთავარია როგორმე გადაირჩინონ თავი...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები