"ზურაბიშვილის კანდიდატურა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ძალიან სახიფათოა, მაგრამ ოპოზიციისთვის სასარგებლოა"
"ზურაბიშვილის კანდიდატურა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ძალიან სახიფათოა, მაგრამ ოპოზიციისთვის სასარგებლოა"
ზურაბიშვილის კანდიდატურა

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა კანდიდატურა, რომელიც ესიამოვნება არა ქართველ ხალხს, ან „ქართულ ოცნებას", არამედ ესიამოვნება რუსეთს.

ასე ეხმაურება რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი.

"უმრავლესობიდან არც ერთი ადამიანი არ უჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილს. ბოლომდე ეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცვლიდა კანდიდატურას, მაგრამ მივიღეთ კანდიდატურა, რომელიც ერთპიროვნულად წარმოადგინა ბიძინა ივანიშვილმა და ესიამოვნება არა ქართველ ხალხს, ან "ქართულ
ოცნებას", არამედ ესიამოვნება რუსეთს. ეს არის სამწუხარო სურათი. დღეიდან დაიწყება სალომე ზურაბიშვილის ქება იმ ადამიანების მხრიდანაც კი, რომლებიც კულუარებში ლანძღავდნენ მას. ეს კანდიდატურა ძალიან სახიფათოა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ სასარგებლოა ოპოზიციისთვის, რადგან მასზე დაბალი რეიტინგის მქონე კანდიდატის წარმოდგენა „ქართული ოცნების" მხრიდან შეუძლებელი იყო", - განაცხადა
რომან გოცირიძემ.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (1)
ალექს
11 სექტემბერი 2018 07:05
ნაცმოს ყოველი სისტემურ რეფორმატორული კანონის უკან კონკრეტული დიდი მანეთი იკვეთებოდა,განსხვავებით მოქკავშირისაგან,ის ძირითადად ყოველდღიური მოხმარების საქონლის (სტალინის დუჟინა ქვია -საპონი,ასანთი,ნავთი,ზეთი,მარილი,შაქარი,პური,თამბაქო,სპირტი )იმპორტის მონოპოლიზაცია დაკრიშვით იყო დაკავებული, ვალავის სახელით ,ოღონდ !
აი დენი და გაზი ცოტა სხვა სფეროა და მოქკავშირი ვერა წვდებოდა (ნუ პატარას ჩაციცქნიდა დენის თურქზე მიყიდვით),ვერც საფინანსო საკრედიტო კარტელის და საფონდო ბირჟის საკითხებში ერკვეოდა,ნუ გრანტებში და საერთაშორისო კრედიტებში საერთოდ გარტყმაში არ იყო !
კარუსელები კი აკეთა ,მაგრამ საჯარო რეესტრის საიდუმლოთა ცესკოში გაიმასქნებას უფრო ნაცები ახერხებდნენ ,მოქკავშირის ახალგაზრდები !
ქოცები ?
უჰ,ნუ მკითხავთ კაცო ,ახლოსაც ვერ მივლენ ვერცერთთან,პირდაპირ შავი ძაფით კერავენ,ფერშეხამებაც არ ეუნარჩვევებათ,კერვა ხომ საერთოდ !

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები