"ზურაბიშვილის კანდიდატურა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ძალიან სახიფათოა, მაგრამ ოპოზიციისთვის სასარგებლოა"
10-09-2018
"ზურაბიშვილის კანდიდატურა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ძალიან სახიფათოა, მაგრამ ოპოზიციისთვის სასარგებლოა"
ზურაბიშვილის კანდიდატურა

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა კანდიდატურა, რომელიც ესიამოვნება არა ქართველ ხალხს, ან „ქართულ ოცნებას", არამედ ესიამოვნება რუსეთს.

ასე ეხმაურება რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი.

"უმრავლესობიდან არც ერთი ადამიანი არ უჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილს. ბოლომდე ეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცვლიდა კანდიდატურას, მაგრამ მივიღეთ კანდიდატურა, რომელიც ერთპიროვნულად წარმოადგინა ბიძინა ივანიშვილმა და ესიამოვნება არა ქართველ ხალხს, ან "ქართულ
ოცნებას", არამედ ესიამოვნება რუსეთს. ეს არის სამწუხარო სურათი. დღეიდან დაიწყება სალომე ზურაბიშვილის ქება იმ ადამიანების მხრიდანაც კი, რომლებიც კულუარებში ლანძღავდნენ მას. ეს კანდიდატურა ძალიან სახიფათოა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ სასარგებლოა ოპოზიციისთვის, რადგან მასზე დაბალი რეიტინგის მქონე კანდიდატის წარმოდგენა „ქართული ოცნების" მხრიდან შეუძლებელი იყო", - განაცხადა
რომან გოცირიძემ.

"ივანიშვილი "ოცნებაში" დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის გაძლიერების საშუალებას არავის აძლევს,ზურაბიშვილის მხარდაჭერაც ამიტომ გადაწყდა"

"ინტერპრესნიუსი"

რედაქტორის რჩევით