სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოში შემოსავლის სახით მხოლოდ 40 ლარი მიიღო - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოში შემოსავლის სახით მხოლოდ 40 ლარი მიიღო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 1-ელი აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით, შემოსავლების სახით მხოლოდ 40 ლარი აქვს მიღებული.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება ხარჯებს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აღნიშნულ პერიოდში ზურაბიშვილს გაწეული აქვს 1740 ლარის ხარჯი, საიდანაც 400 ლარს ავტოსატრანსპორტო საშუალების იჯარის ხარჯი შეადგენს, 1300 ლარი კი ღონისძიებებზე გაწეული ხარჯია. 40 ლარს წარმოადგენს საბანკო მომსახურებაზე დახარჯული თანხა.

როგორც ცნობილია, "ქართული ოცნება" საზოგადოებას მოუწოდებს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა, დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა ის იქნება, რომ "ქართული ოცნება" მათ შემომწირველებს მოუწოდებს, თანხები სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილი ფონდისკენ მიმართონ.

"ივანიშვილი "ოცნებაში" დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის გაძლიერების საშუალებას არავის აძლევს,ზურაბიშვილის მხარდაჭერაც ამიტომ გადაწყდა"