ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა
ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა
ცესკომ 9 პოლიტიკურ გაერთიანებასა და 25 საინიციატივო ჯგუფის მიერ წარგენილ საპრეზიდენტო კანდიდატს საარჩევნო ნომერი მიანიჭა. 10 პოლიტიკურ გაერთიანებას, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობას" და " ევროპულ საქართველოს" ის ნომრები დარჩათ, რაც ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე ჰქონდათ მინიჭებული. დღეს ცესკოს სხდომაზე 44 კანდიდატს განესაზღვრა ნომერი, მათ შორის: სალომე ზურაბიშვილი - 48, ზურაბ ჯაფარიძე - 36, დავით უსუფაშვილი - 25, გიორგ შენგელაია - 43.

ცესკოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის გიორგი კალანდარიშვილის
თქმით, საარჩევნო ნომრების მინიჭება, ყველა კანდიდატის საბოლოო რეგისტრირებამდე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და კანდიდატების ხელშეწყობის მიზნით მოხდა.

"საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, ცესკომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა საარჩევნო კანდიდატებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი. ეს გულისხმობდა პროცედურებს, რომლის თანახმადაც ათმა სუბიექტმა კანონის მიხედვით დაიტოვა ის
რიგითი ნომერი, რომელიც ბოლო თვითმმართველობის არჩევნებისას ჰქოდა მინიჭებული, 9 პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატისთვის ნომრის მინიჭება წილისყრით მოხდა, ასევე 25 საინიციატივო ჯგუფისთვის მოხდა რიგითი ნომრის მინიჭება", - განაცხადა გორგი კალანდარიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"
ალექს
11 სექტემბერი 2018 10:24
აი ,ეს ყველაფერი,წარდგენა,არწარდგენა,დაჭერა არ დაჭერა (მხარის) ანტურაჟია,ბოლოს მაინც გაყალბდება,გაყალბების ხარისხი კი რეალურ, ანუ ელექტორატის ფაქტიურ აქტივობაზეა დამოკიდებული,არ დავიდივართ არჩევნებზე ,აღარ გვაძალებენ მოდითო,დაჭირდებათ 10 % იქნება ათი !
შვიდნახევარი თუ დაჭირდათ ,იქნება ეგეც,მეტიც,როგორც იყო აქამდე,აბა 4 მილიონ ამომრჩეველს ჩვენი საარჩევნო წითელი კუთხეები ვერ გაატარებს,ლარსზე ტურისტებისა არ იყოს !
სია ამომრჩევლის ათეული წლებია ყალბია და ამჟამადაც დამალულია,აბა მოითხოვეთ,სადაა,არ განახებენ ! ?
ნახე შენი თავიო ,გეტყვიან !
ემიგრაცია ,ზოგი არ ჩამოვა,ზოგი ვერა,ზოგს ფული არა აქვს,ზოგს სურვილი ,უმეტესი არალეგალია,საკონსულოში რეგისტრაციის ეშინია ,ანუ გარიყულია საარჩევნო პროცესიდან, სრულიად შეგნებულად !
ოპოზიცია იკივლებს ყალბდება ,გაყალბდაო ,როგორც ყოველთვის,ჩაჩრიან დოლარებს,ამისათვის აქვთ სალაყლაყოდ დაღებული,სწორედ მაგათი შექმნილია ეს სისტემა,ქოცი უბრალოდ დრომ მოიტანა და არა ელექტორატის რაიმე იდეოლოგიურ მსოფლმხედველობით განწყობათა ცვლილებამ,მათ 27 წელია გონიათ რომ კაპიტალიზმში არიან ,დემოკრატიაში არიან და არ ვარგებულა არცერთი,ორი უბედურებიდან ქოცია ჯობია ნაცს ,ეს განწყობა აქვთ ,მაგრამ ნაცქოცმოქკავშირის რიგებში დაწინაურებაზე არცერთი უარს არ იტყვის ,ერთი ორი ზნედაცემულის გარდა ,უჭკუონიც გვირევიან ,წინწკილაზეა მათი ადგილი ,აბა პოლიტიკა ჭკუათამყოფელთათვისაა !??!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები