ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ზაზა სარალიძე პარლამენტთან შიმშილობას იწყებს
ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ზაზა სარალიძე პარლამენტთან შიმშილობას იწყებს
მოვითხოვ ხელისუფლების გადაგომას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და დროებითი ხელისუფლების შექმნას, - ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზეხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის შენობის წინ იწყებს შიმშილობას და არ აპირებს ტერიტორიის დატოვებას, სანამ მისი მოთხოვნები არ შესრულედება. სარალიძის განცხადებით, ხელისუფლება მკვლელებს არ აფარებს ხელს, ვინაიდან მკვლელი თავად ხელისუფლებაა.

"გადადგეს ხელისუფლება - ეს არის ჩემი მოთხოვნა. ხელისუფლება ჩემი შვილის მკველებს არ აფარებს ხელს, ისინი თავად
არიან მკვლელები. მოვითხოვ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, დროებითი ხელისუფლების შექმნას. მე არ ვაპირებ არსად წასვლას, ვიქნები პარლამენტის შენობასთან, დავჯდები აქ და დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მივმართავ ყველა მოქალაქეს, შემოგვიერთდეს“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის
მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის შვილს ტერორისტულ ორგანიზაციებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და შესაბამისი ორგანოები ახლა ცდილობენ მასაც ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი დააბრალონ.

"მინდა საქართველოს ყველა მოქალაქე დავარწმუნო, რომ ჩემს შვილს ტერორიზმთან არანაირი კავშირი აქ ჰქონია, ისევე, როგორც მეც არანაირი კავშირი არ მაქვს და ამის დაბრალებას ცდილობენ. გთხოვთ ყველას, გამოხვიდეთ და დაგვიდგეთ გვერდით და დავანგრიოთ სისტემა, რომელიც კლავს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.


"ინტერპრესნიუსი"
11 სექტემბერი 2018 14:32
ეს ყოფილა საქართველოში პირველი კაცი ბრძანებს ხელისუფლება უნდა წავიდეს და წავა?? ?ახლა სუ ერთ ადგილას არ ვიტრიალებთ ახალმა პრეზიდენტმა და მთავრობამ უნდა გააუმჯობესოს ცოტა ცხოვრების დონე აქ რო ცხოვრობენ არსად არ ცხოვრობენ ასე ცუდად
...
11 სექტემბერი 2018 10:30
ზაზა ყოფილა მთავრობა ისეთ ბრძანებებს იძლევა მთავრობა გადადგეს არავინ არ მოსწონს მთავრობაში
Lizi
10 სექტემბერი 2018 22:06
Es kaci ukve destruqciis katalizatorad chamoyalibda. Kargi iqneboda meti ezruna sakutari shvilis agrzdasa da movla patronobaze. Yvelam vutanagrznet tumca isic gairkva rom arc amis shvili iyo udanashaulo. Axla ki ukve nametans shveba da mistvis damnashaveebis dasja agar aris sakmarisi imasac ver acnobierebs ras itxovs, cudia tu kargia mtavroba xalxis archeulia da mas gacilebit magali funqcia akisria vidre saralizis shvilebis movlaa. Mas moxerxebulad iyeneben is politikuri zalebi romlebic qveyanashi qaosisa da areulobis axali etapis dackebas apireben, es yvelaferi ki saboloo jamshi mtris cisqvilze daasxavs cyals.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები